,,სინდის-ნამუსზე ხელჩაქნეული“ ,,უზრდელი“ ,,დედიკოს ბიჭები“ - დაპირისპირება რუსთავი 2-ის ეთერში
პოლიტიკა - 23:29, 04 Apr, 2015     5185
არ მეგონა თუ ზვიად ძიძგური ასე ჩაიქნევდა ხელს სინდისზე და ნამუსზე - ასე უპასუხა ,,თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა ,,კურიერის“ ეთერში ზვიად ძიძიგურს საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებულ ბრალდებაზე.

,,არ მეგონა ზვიად ძიძიგური თუ ასე ჩაიქნევდა ცხოვრებაზე ხელს ვიცესპიკერობისთვის, ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. მას არცთუ ისე მარტივი ცხოვრების გზა აქვს გამოვლილი და თავადაც პოლიტპატიმარი იყო. მინდა შევაქო, ყოჩაღ ზვიად, კარგად წამოწიე ეს თემა. ჩაუჯექით შენ და არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი და უყურეთ ერთად რამდენი საიდუმლოება გათქვა ბიძინა ივანიშვილმა თავის ინტერვიუში. ერთად გაიარეთ და მერე დაანამუსე და დაასირცხვილე ბიძინა ივანიშვილი, შენ, კონკრეტულად. ჩვენ რომ კიდევ დიდხანს ვყოფილიყავით და ეს არ მოემოქმედათ, კიდევ უფრო შორს წავიყვანდით საქართველოს ევოკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით და ვინ როგორ იჭიკჭიკებდა ევრაზიულ კავშირში შესვალსთან დაკავშირებით, მაგას მერე განახებდით უმრავლესობას“ - მიმართა ალექსი პეტრიაშვილმა ზვიად ძიძიგურს.

,,უზრდელი“ და ,,დედიკოს ბიჭები“ - ასე უპასუხა ზვიად ძიძიგურმა ალექსი პეტრიაშვილის განცხადებას.

,,ყოფილმა მინისტრმა ძალიან იუზრდელა... ბუკა პეტრიაშვილს ეტყობა გულში მოხვდა რაც ვილაპარაკე და სწორადაც მილაპარაკია. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო პეტრიაშვილსაც, ალასანიასაც, ფანჯიკიძესაც და სხვებსაც - ნუ გადააყოლებთ საქართველოს თქვენს ვიწყოპარტიულ პატარა ინტერესებს. ჩემს მიმართ ცუდი სიტყვები და ბრალდებები დედიკოს ბიჭებისგან არ მესწავლება, სად და როგორ უნდა მოვიქცე. სადაც არ უნდა ვიყო ჩემი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არ წავალ. უსინდისობაა, როცა ბიძინა ივანიშვილს ლანძღავენ, მათი ხელისუფლებაშ მოსვლა და გამინისტრება ყველაფერი ივანიშვილის დამსახურება იყო“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42