დეპუტატმა თავისუფალ დემოკრატებს გიგა ბოკერიას მაგალითი შეახსენა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მისი 2-წლიანი ოპოზიციონრობისა, ბოკერიას საიდუმლო ინფორმაცია გარეთ არ გამოუტანია.
,,თანამდებობის პირი, რომელსაც გადაირჩევენ, ან გაბრაზდება და წავა თანამდებობიდან და შემდეგ გამოვა და დაიწყებს იმ ინფორმაციის საჯაროდ გამოტანას, რომელიც არის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დამაზიანებელი, დარწმუნებული ვარ, რომ ერთხელ და სამუდამოდ შეიქმენა ისეთი სიტუაცია ქვეყანაში, როცა შევთანხმდებით, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება და უსინდისობაა. როცა პოლიტიკურ ძალას აქვს პრეტენზია, რომ ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს, ეს ძალიან ცუდი რამის დამკვიდრებაა. ძალიან ბევრი საიდუმლოება იცის გიგა ბოკერიამ საქართველოს უშიშროების, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების შესახებ , 2 წელია ის ოპოზიციაში და მას არ გამოუტანია ეს თემები და გრცხვენოდეთ, ამ თემებზე ლაპარაკით ქვეყანას აუბედურებთ. ჩვენ ომის მდგომარეობაში ვართ, დაკარგული ტერიტორიები გვაქვს და არ არის საჭირო პირდაპირ რუსეთს მოუყვე რა კეთდებოდა და რა გაკეთდა“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მასალის გამოყენების პირობები






