სპორტული ფედერაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრისგან ყველა კითხვაზე პასუხი მიიღეს.
ამის შესახებ ფედერაციის წარმომადგენლებმა სასტუმრო „რედისონში“ გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.
რაც შეეხება შეხვედრაზე სპორტის კომიტეტის წევრების არდასწრებას, როგორც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა განაცხადა, ეს გაურკვეველი მიზეზებით მოხდა.
„მე პირადად კმაყოფილი ვარ მინისტრის მუშაობით და ყველა თქვენგანი ხედავს 2 წლის განმავლობაში რა წარმატებებს მიაღწია ძიუდომ და არა მარტო ამ სპორტმა. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს კომიტეტის წევრებმა არ იკადრეს მობრძანება და შეკითხვებზე პასუხების გაცემა, გავუგზავნი შეკითხვას - მხოლოდ იმიტომ არიან არჩეულები, რომ ასეთი არაადეკვატური გადაწყვეტილებები მიიღონ?“, - განაცხადა ქევხიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






