,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გამარტივებაში საგანგაშო არაფერია“ - ზაქარეიშვილი
პოლიტიკა - 19:21, 04 Apr, 2015     1667
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებებთან დაკვაშირებით, როგორც „ნიუსპოსტის“ კითხვაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, თუ კანონის გამარტივებას სოხუმი ეთანხმება, გამოდის, რომ მათთვის „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის“ არსებობს და ანგარიშგასაწევია.

„ბატონი გაგულიას კომენტარი ძალიან საინტერესოა. ის ადასტურებს იმას, რომ მათთვის ეს კანონი არსებობს და ანგარიშგასაწევი დოკუმენტია და მიესალმებოდნენ მის შეცვლას. მე ამაში საგანგაშოს ვერ ვხედავ, რომ სოხუმში მცხოვრები ჩვენი მოქალაქე ცვლილებას ითხოვდეს“, - აცხადებს ზაქარეიშვილი.

რაც შეეხება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში“ ცვლილებას, ზაქარეიშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ამას ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს.

„ასოცირების ხელშეკრულებაში წერია, რომ საქართველო „ოკუპირებული ტერიტიროების შესახებ“ კანონში ცვლილებებს შეიტანს. ძირითადი ცვლილება არის ის, რომ კანონის ამჟამინდელი ვერსიით, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაადგილდება, ისჯება სისხლის სამართლის სასჯელით. ჩვენი ამოცანაა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულზე სასჯელი შევცვალოს ადმინისტრაციული სასჯელით. ადამიანის ბრალი არაა, რომ ტერიტორია ოკუპირებულია. ამ ადამიანს კანონის დარღვევის მოტივაცია არ აქვს. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ კანონში შესატან ცვლილებებს, თუ აფხაზეთში მცხოვრები პირის და ჩემი მხრიდან გაჟღერებული პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა, მე ამას მივესალმები. აქვე ავღნიშნავ, კანონის არსებობა აუცილებელია. ამით ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას ვაცნობთ, რომ რუსეთის ჯარები ჩვენს ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება. კანონი უნდა იყოს, მაგრამ პოზიციები უნდა შეიცვალოს, რომ ადამიანები მინიმალურად დაზარალდნენ“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენლმა, არტურ გაგულიამ, საქართველოს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გამარტივებისაკენ მოუწოდა. გაგულიას თქმით, კანონი, თავად საქართველოს აყენებს ზიანს, რადგან დაბრკოლებას უქმნის რუსულ-ქართულ დიალოგსა და „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან არსებულ რთულ ურთიერთობას, კიდევ უფრო ართულებს.“

„როგორც ჩანას, ევროპაში ესმით, საქართველოს კანონის სამართლებრივი შეუსაბამობა და მისი უარყოფითი გავლენა რეგიონის ჰუმანიტარულ სიტუაციაზე. რაც იმას ნიშნავს, ასეთი საჩივრები მომავალში უფრო ხშირად გაჟღერდება“ - განაცხადა გაგულია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42