პრეზიდენტმა მუხათგვერდის სასაფლაოზე ქართველი ჯარისკაცების ცხედრის ფაგმენტების დაკრძალვაზე ინფორმაცია პირადი კომუნიკაციის გზით შეიტყო.
ამის შესახებ „ნიუპოსტს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე განმრატებით, აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსგან ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღიათ.
„პრეზიდენტმა პირადი კომუნიკაციით გაიგო ეს ამბავი და გადაწყვიტა დაკრძალვას დასწრებოდა", – განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, რომ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2 აპრილს მოხდა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული 42 ქართველი ჯარისკაცის ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვა, რასაც მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი - გიორგი მარველაშვილი დაესწრო.
თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახის წევრებისთვის ყველა ასეთი პროცესი ძალიან მძიმეა, გადაწყდა, რომ მას მხოლოდ ოჯახის წევრები, სასულიერო პირები და თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნები დაესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






