,,სამართალწარმოებაზე ზეგავლენის საფრთხე“ - ნინო გვენეტაძე პრემიერს პასუხობს
პოლიტიკა - 16:18, 04 Apr, 2015     3447
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაწყებული დავა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით გრძელდება სააპელაციო სასამართლოში. გვენეტაძე ხელისუფლების წარმომადგენლებს შეახსენებს, რომ მიმდინარე სამართალწარმოების პროცესზე, სახელისუფლებო პოზიციიდან გაკეთებული განცხადება შესაძლებელია შეიცავდეს სამართალწარმოებაზე ზეგავლენის საფრთხეს.

„სამართალწარმოების პროცესი მიმდინარეობს და არ დასრულებულა.

საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის თანახმად, მოდავე მხარეები სარგებლობენ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ აქვთ თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები, გამოიყენონ საპროცესო კანონით დაგენილი პროცედურული წესები, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის.

მართლმსაჯულებისადმი საზოგადოებრივი ნდობის გაღვივება რთული და ხანგრძლივი პროცესია, რასაც ხელი უნდა შეუწყოს, ერთი მხრივ, მოსამართლის დამოუკიდებლობამ და მიუკერძოებლობამ, ეფექტიანმა და დროულმა სამართალწარმოებამ, ასევე, მეორე მხრივ, საზოგადოების თითოეულმა წევრმა, სახელისუფლებო შტოების წარმომადგენლებმა. ამ პროცესისადმი ნდობა, ასევე ეფუძნება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების მიერ არაერთხელ გაცხადებულ მზაობას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხელშეწყობასა და სამართალოწარმოებაში ჩაურევლობის თაობაზე.

მიმდინარე სამართალწარმოების პროცესზე, კონკრეტულ საქმეზე სასამართლო ხელისუფლების, თუნდაც ზემდგომი ინსტანციის ხელმძღვანელთა მიერ გამოთქმული მოსაზრება, ისევე, როგორც სხვა სახელისუფლებო პოზიციიდან გაკეთებული განცხადება შესაძლებელია შეიცავდეს სამართალწარმოებაზე ზეგავლენის საფრთხეს.

სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერება მოწმდება ზემდგომ სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრების გზით. საქმის განხილვის დროს მოსამართლის მიერ ჩადენილ კანონდარღვევაზე რეაგირება შესაძლებელია კანონით დადგენილი პროცედურებითა და წესით.

გვსურს შევახსენოთ საზოგადოებას და ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ სასამართლოსადმი ნდობის მოპოვება შესაძლებელია თავად ხელისუფლების წარმომადგენელთა თვითშეზღუდვისა და სასამართლო გადაწყვეტილებისადმი პატივისცემის საფუძველზე'', - ნათქვამია ნინო გვენეტაძის განცხადებაში.

შეგახსენებთ, პრემიერი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაზე ყადაღის დადების ფაქტს გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ ამ საქმით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დაინტერესდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42