პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ქართველი ჯარისკაცების ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვაზე დაუსწრებლობის მიზეზად არა ორგანიზებულობას ასახელებს.
მისი თქმით, ჟურნალისტების მხრიდან საკითხის ამგვარი დასმა - თუ რატომ არ დაესრნენ მთავრობის წევრები გმირების დაკრძალვას მცდარია.
"საკითხს ასე ნუ სვამთ, თუ რატომ არა, მგონი ყველანი დამეთანხმებით, რომ ჩვენ არც ერთი ღონისძიება არ გამოგვიტოვებია. სამწუხაროდ,ეს იყო არაორგანიზებულობის ბრალი. წინასწარ არ იქნა შეტყობინებული არც მთავრობისთვის, ჩემმა ოფისმა გაიგო ძალიან გვიან. ვიცოდით, რომ პრეზიდენტი ესწრებოდა და ძალიან გვიან გავიგეთ ამის თაობაზე. რა თქმა უნდა, მეც დავესწრებოდი და ყველაც", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2 აპრილს მოხდა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული 42 ქართველი ჯარისკაცის ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვა, რასაც მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი - გიორგი მარველაშვილი დაესწრო.
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






