რატომ არ ჰქონდათ ფრაგმენტების დაკრძალვის შესახებ ინფორმაცია სამინისტროებს
პოლიტიკა - 16:02, 04 Apr, 2015     1590

თავდაცვის სამინისტრო იმ მიზეზს ასახელებს, თუ რატომ არ მიეწოდათ სამინისტროებს მუხათგვერდის სასაფლაოზე ჯარისკაცების ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვის შესახებ ინფორმაცია.

როგორც „ნიუპოსტს“ უწყებაში განუმარტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახის წევრებისთვის ყველა ასეთი პროცესი ძალიან მძიმეა, გადაწყდა, რომ მას მხოლოდ ოჯახის წევრები, სასულიერო პირები და თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნები დაესწრებოდნენ.

“2 აპრილს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი გაიხსნა. მოგვიანებით, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. ამის შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ და გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართეს თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან. ორმხრივი შეხვედრების დასრულების შემდეგ, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მთავრობის კანცელარიაში გამართეს შეხვედრა, რომლის შემდეგაც მინისტრებმა გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს და გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ამავე დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული 42 სამხედროს ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვის ღონისძიებას, თავდაცვის სამინისტროდან ესწრებოდნენ: თავდაცვის მინისტრის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი, სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები – ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, პოლკოვნიკები რომან ჯოხაძე და გიორგი კბილცეცხლაშვილი, სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან მიღებული წერილის თანახმად, 2008 წელს, საბრძოლო მოქმედებების დროს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ფრაგმენტები, რომელთა საშუალებითაც მოხდა იდენტიფიცირება „დნმ“-ის ანალიზის საშუალებით, აღარ ექვემდებარებოდა შემდგომში მათთან შენახვას და საჭირო იყო გადაწყვეტილების მიღება. გენერალური შტაბის ხელმძღვანელობამ გაიარა სათანადო კონულტაციები როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე სასულიერო პირებთან, გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით განისაზღვრა შეტყობინების ჯგუფი, რომელმაც მოახდინა ყველა (42) სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრების ინფორმირება. ვინაიდან 42-ვე სამხედრო მოსამსახურის ცხედარი უკვე მიბარებული იყო მიწას და ყველა აუცილებელი წესიც (სამხედრო პატივით და ზალპით დაკრძალვა) დაცული იყო მათი დაკრძალვის დღეს. მოძღვრის რჩევით, ამჯერად წესის აგება არ ჩატარდა და მოხდა მხოლოდ მათი სულების მოსახსენებელი პანაშვიდის გადახდა. სხეულის ფრაგმენტების ჩასასვენებელი საფლავამდე საპატიო ყარაულმა მიაცილა. ეს არ იყო ნეშტის დაკრძალვის ცერემონია, განხორციელდა მხოლოდ დაღუპული გმირების ფრაგმენტების ძმათა სასაფლაოზე მიწას მიბარება. თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახის წევრებისთვის ყველა ასეთი პროცესი ძალიან მძიმეა, გადაწყდა, რომ მას მხოლოდ ოჯახის წევრები, სასულიერო პირები და თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნები დაესწრებოდნენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს სამშობლოსათვის თავდადებული გმირების პატივისცემა, მათ ოჯახებზე ზრუნვა. სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან არასდროს რჩება ყურადღების მიღმა მათთან დაკავშირებული უმნიშვნელო საკითხებიც კი. თავდაცვის მინისტრი ფაქტიურად პირადად იცნობს ამ ოჯახების წარმომადგენლებს და ამიტომაც, უწყებისთვის მიუღებელია გაჟღერებული ბრალდებები უპატივცემულობასა და უყურადღებობასთან დაკავშირებით. ვერ და არ მივიღებთ ამ ბრალდებას, ვინაიდან სწორედ გმირების ოჯახებზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიური საფიქრალია”, – აცხადებენ უწყებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42