ამით შაშკინმა აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის არტურ გაგულიას განცხადებას უპასუხა, სადაც ის ეთანხმება ,,ევროკავშირის მოთხოვნას ზემოთ აღნიშნული კანონის გამარტივებასთან დაკავშირებით".
„ის ფაქტი, რომ აფხაზეთის მხარემ საუბარი დაიწყო კანონთან დაკავშირებით, მეტყველებს იმაზე, რომ ეს კანონი კარგად მუშაობს, საინტერესოა კომენტარის შინაარსი, სადაც აფხაზური მხარე საუბრობს იმაზე, რომ ეს კანონი პრობლემებს უქმნის რუსულ-ქართულ ურთიერთობებს, რითაც აფხაზური მხარე აღიარებს, რომ ჩვენ არათუ აფხაზეთთან, ან ოსეთთან გვაქვს პრობლემა, არამედ რუსეთის ფედერაციასთან. დაუშვებელია ამ კანონის ლიბერალიზაცია და მით უფრო გაუქმება, რადგან რუსეთის ფედერაცია ყველაფერს აკეთებს ოკუპირებული ტერიტორიების ბოროტების იმპერიასთან მიერთებისთვის. როდესაც ოკუპირებული ტერიტორია იწყებს რაიმე კანონებზე საუბარს, ეს არის სასაცილო“, - განაცხადა შაშკინმა „ნიუპოსტთან“ საუბარში.
ექსმინისტრი იმედოვნებს, რომ ხელისუფლებაში არავინ იქნება ვინც, ამ თემაზე პოზიტიურ რეაგირებას დაიწყებს.
„როდესაც ვკითხულობ ამ განცხადებას, თავისთავად ჩნდება პარალელი უკრაინასთან, რუსეთმა უკრაინას ორი დიდი ტერიტორია წაართვა და ახლა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ პენსიები და ხელფასები უკრაინამ გადაუხადოს და შეინახოს ეს ტერიტორიები, მაშინ როდესაც იქ რუსეთის ჯარები და ტერორისტები არიან, ჩვენ კი გვეუბნებიან - ჩვენ წაგართვით აფხაზეთი და ოსეთი, ახლა კი თქვენ კომფორტული პირობები შეუქმენით, რათა განვითარდეს იქ ტურიზმი და ა.შ. ლავროვისთვის შავზე თეთრის თქმა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, მთავარი ამ ეტაპზე არის ის, რომ საქართველოში არავინ გამოჩნდეს ისეთი, ვინც ასეთ უსინდისობაზე პოზიტიურ რეაგირებას დაიწყებს“, - განაცხადა შაშკინმა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენლმა, არტურ გაგულიამ, საქართველოს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გამარტივებისაკენ მოუწოდა. გაგულიას თქმით, კანონი, თავად საქართველოს აყენებს ზიანს, რადგან დაბრკოლებას უქმნის რუსულ-ქართულ დიალოგსა და „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან არსებულ რთულ ურთიერთობას, კიდევ უფრო ართულებს.“
„როგორც ჩანას, ევროპაში ესმით, საქართველოს კანონის სამართლებრივი შეუსაბამობა და მისი უარყოფითი გავლენა რეგიონის ჰუმანიტარულ სიტუაციაზე. რაც იმას ნიშნავს, ასეთი საჩივრები მომავალში უფრო ხშირად გაჟღერდება“ - განაცხადა გაგულია.
მასალის გამოყენების პირობები






