ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით შავლიაშვილის თქმით, მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ 2 აპრილს მუხათგვერდის სასაფლაოზე ომში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვა იგეგმებოდა.
ამის შესახებ შავლიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ნამდვილად არ მქონდა არანაირი ინფორმაცია, თორემ აუცილებლად წავიდოდი", - განაცხადა შავლიაშვილმა.
შეგახსენებთ, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული 42 ქართველი ჯარისკაცის ფრაგმენტები 2 აპრილს დაკრძალეს. დაკრძალვას მთავრობის არც ერთრი წევრი არ დასწრებია. აღნიშნულ საკითხზე განმარტება თავდაცვის მინისტრმა გააკეთა და განაცხადა, რომ ეს არ იყო პომპეზური ცერემონია და ჯარისკაცების დაკრძალავა. მინისტრის თქმით, ეს იყო დნმ-სთვის აღებული ნიმუშების მიწისთვის მიბარება. ჯანელიძის თქმით, ის მნიშვნელოვან კონფერენციას ესწრებოდა, რის გამოც ცერემონიაზე მის მაგივრად მინისტრის მოადგილე იმყოფებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






