,,დიპლომატიური ხრიკი“ - ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გამარტივება თუ გაუქმება? - ქარდავა
პოლიტიკა - 16:03, 04 Apr, 2015     1188
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა სოხუმის მიერ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გამარტივების მოთხოვნას ეხმაურება და არ გამორიცხავს, რომ ეს „დიპლომატიური ხრიკი“ იყოს.

ამის შესახებ ქარდავამ „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.

„რამდენადაც ვიცი, სოხუმი არ ცნობს აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად. ამ შემთხვევაში, ის რუსეთს არ თვლის ოკუპანტად. ამდენად საკითხის დაყენება ისე, რომ სოხუმი გამარტივებას ითხოვს, ეჭვი მეპარება. შესაძლოა სოხუმი არა გამარტივებას, არამედ ამ კანონის გაუქმებას ითხოვდეს. სოხუმი თუ მოითხოვს გამარტივებას, მაშინ ის აღიარებს, რომ ეს ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შეიძლება ეს დიპლომატიური ხრიკია. თუმცა თუ საუბარია გამარტივებაზე, აქ აფხაზეთის რუსული მთავრობის პოზიცია კი არ არის მნიშვნელოვანი, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დღევანდელი ჩვენი ხელისუფლების პოზიცია. თუმცა მე არ ვამბობ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ამ მოთხოვნას უნდა უპასუხოს, რადგან ჩვენ კონფლიქტი გვაქვს არა აფხაზეთთან, არამედ რუსეთთან. ამდენად ეს თემა პრინციპული იმდენად არის, რამდენად პრინციპული იქნება ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება“, - ამბობს ქარდავა.

ედპ-ს ლიდერი იმედოვნებს, რომ ამ საკითხთან მიმარებაში საგარეო უწყება რადიკალური იქნება.

„საგარეო პოლიტიკაში არ არის ხშირად ადეკვატური დღევანდელი მთავრობა, მაგრამ იმედია ამ საკითხში იქნება ბევრად უფრო ადეკვატური და პრინციპული, ვიდრე სხვა საკითხებთან მიმართებაში იყო. ამ შემთხვევაში საგარეო უწყების ნაბიჯი უნდა იყოს პრინციპული კრემლთან მიმართებაში და ენის მოჩლექით არ უნდა ისაბროს იმ პრობლემაზე, რაც მოსკოვსა და თბილისს შორისაა. მოსკოვი ამ შემთხვევაში ოკუპანტია და საქართველო იძულებულია იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ის ვერ აკონტროლებს, გამოაცხადოს ოფიციალურად, რომ მას არ აქვს გავლენა და ამ შემთხვევაში მსოფლიომ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას და შესაბამისი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს იმ ტერიტორიებთან, რომელიც არის ქართული, მაგრამ არის ოკუპირებული. ეს მოთხოვნა უნდა დავაყენოთ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე“, - განაცხადა ქარდავამ.

აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენლმა არტურ გაგულია, ევროკავშრის მიერ საქართველოსთვის „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გამარტივების მოწოდების შესახებ კომენტარი დღეს გააკეთა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42