„ბესიკ ხარძიანის მკვლელობიდან ერთი კვირის თავზე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა“, - ამის შესახებ ხარძიანების ოჯახის ადვოკატი მალხაზ სალაყაია აცხადებს.
საინფორმაციო გამოშვებბა „ქრონიკის“ ინფორმაციით, ბიზნესმენის დაკრძალვაზე პროკურატურამ ოჯახისგან სამდღიანი ვადა მოითხოვა საქმის გასახსნელად.
„სავარაუდო ეჭვმიტანილების წრე ვიწროვდება. არ არის გამორიცხული საქმე ახლაც გაიხსნას. დაკრძალვიდან მესამე დღე არის ხვალ, დაველოდოთ შეპირებულს გამოძიების მწარმოებელი ორგანოსგან. ალბათ ამის თქმის საფუძველი აქვთ. რამდენად არის კავშირში ქონების წართმევასთან ხარძიანის მკვლეობა, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვერსიაა, რომელზეც გამოძიება მუშაობს“, - ამბობს სალაყაია.
ბესიკ ხარძიანს 28 მარტს საკუთარ სახლთან ესროლეს. ის მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრხა მკვლელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






