დავით ნარმანია ჩეხ ინვესტორებს შეხვდა
პოლიტიკა - 13:36, 04 Apr, 2015     882

თბილისის მერი დავით ნარმანია სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში იმყოფება. დავით ნარმანია უკვე შეხვდა ჩეხ ინვესტორებს, რომლებიც თბილისში ინვესტიციების განხორციელების ინტერესს გამოხატავენ. შეხვედრას თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი ბერეკაშვილი ესწრებოდა.

შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის რამდენიმე მიმართულება გამოიკვეთა. მათ შორისაა ქალაქის ურბანული დაგეგმარება, არქიტექტურული პროექტები, ტრანსპორტის, ნარჩენების გადამუშავებისა და წყალმომარაგების საკითხები. როგორც გაირკვა, ერთ-ერთი ჩეხური კომპანია თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის კონკურსში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.

„შევხვდით მეწარმეთა ჯგუფს, რომელთანაც ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ. განსაკუთრებით გვაინტერესებდა მშენებლობასთან და არქიტექტურასთან, ასევე, ტრანსპორტისა და ნარჩენების გადამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები. მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ უკვე გამოხატა ინტერესი და ქმნის კონსორციუმს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ჩვენს მიერ გამოცხადებული მყარი ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის კონკურსში. ვისაუბრეთ, ასევე, წყალმომარაგების სფეროში გამოცდლების გაზიარების საკითხზე და იმ არქიტექტურულ პროექტებზე, რომელიც შესაძლოა მათი მონაწილეობით თბილისში განხორციელდეს,“ - განაცხადა შეხვედრის შემდეგ დავით ნარმანიამ.

როგორც ს/ს „ვიალტას“ საბჭოს თავმჯდომარემ, იაკუბ იონიმ განაცხადა, მათი კომპანია კონკურსში მონაწილეობისთვის მზად არის. „ჩვენი კომპანია დაინტერესდა თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის საკითხით და თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას ვაპირებთ. ამ ეტაპზე პროექტის მომზადების ფაზაში ვართ. ვამუშავებთ სამ ვერსიას. რომელიც უფრო მეტად მისაღები აღმოჩნდება თქვენი დედაქალაქის ხელმძღვანელობისთვის, მზად ვართ, ის პროექტი განვახორციელოთ“, - განაცხადა იაკუბ იონიმ.

„ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. ჩვენ ინტერესს ქალაქის ურბანული დაგეგმარება და არქიტექტურული პროექტები წარმოადგენს. უკვე ათი წელია ქართულ მხარესთან ვთანამშრომლობთ. ურთიერთობა 2004 წლიდან დავიწყეთ. მზად ვართ, ჩამოვიდეთ თბილისში და პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა მივიღოთ,“ - განაცხადა კომპანია „სკას“ პარტნიორმა ოლეგ ჰამანიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42