სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წერილი სპორტულ ფედერაციებს
პოლიტიკა - 13:18, 04 Apr, 2015     926

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს საპასუხო წერილს უგზავნის.

როგორც წერილშია აღნიშნული, კომიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს ფედერაციების წარმომადგენლები მიიწვიოს პარლამენტში და სრული ინფორმაცია მიაწოდოს საკომიტეტო სხდომის შესახებ.

"საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი ყურადღებით გაეცნო თქვენ მიერ ხელმოწერილ ერთობლივ განცხადებას, სადაც გამოთქმულია შეშფოთება, ქართულ სპორტში მიმდინარე პროცესების თაობაზე და გამოთქმულია სურვილი, სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა სამინისტროს და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების წარმომადგენელთა ერთობლივი შეხვედრის თაობაზე. მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი საპარლამენტო კომიტეტი მოქმედებდა და მოქმედებს საქართველოს კანონდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა და პარლამენტის რეგლამენტის ფარგლებში. შესაბამისად გადაწყვეტილებას ღებულობს დადგენილი პროცედურების შესაბამისად. ასე წარიმართა 2015 წლის 25 მარტს გამართული საკომიტეტო მოსმენაც, სადაც კომიტეტის წევრებმა გამოხატეს თავიანთი პოზიცია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამიინსტროს საქმიანობის შესახებ, ეს პროცესი არ გულისხმობდა სპორტული ფედერაციების მონაწილეობას. თუმცა ჩვენი კომიტეტი გამოთქვამს მზადყოფნას, თქვენი დაინტერესების შემთხვევაში, მოგიწვიოთ საქართველოს პარლამენტში და სრული ინფორმაცია მოგაწოდოთ საკომიტეტო სხდომის შესახებ, ასევე განვიხილოთ ჩვენი სპორტის აქტუალური საკითხები", - აღნიშნულია წერილში.

შეგახსენებთ, დღეს სასტუმრო „რედისონში“ სპორტული ფედერაციები შეიკრიბებიან და სპორტის კომიტეტის და სამინისტროს წარმომადგენელთა მოსაზრებებს მოისმენენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42