სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი მზად არის ყველა კითხვას არგუმენტირებული პასუხი გასცეს და ამბობს, რომ საზოგადოებამ დასკვნები ამის შემდეგ უნდა გამოიტანოს.
მისივე განმარტებით, ის მონაწილეობას მიიღებს დღეს დაგეგმილ შეხვედრაში, რომელიც სპორტული ფედერაციების ორგანიზებით იმართება.
ყიფიანი ფიქრობს, რომ სპორტი ისეთი დარგია, რომელიც მუდმივ მოქმედებაშია და ამიტომ არსებობს კითხვები.
„მზად ვართ ყველა მხარესთან თანამშრომლობისთვის და კითხვებზე პასუხის გასაცემად“, - ამბობს მინისტრი.
თუმცა აქ აქვს პასუხი რამ გამოიწვია ბოლო დროს სპორტულ სამყაროში არსებული პრობლემები. კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ეს ყველაფერი ლუკა კურტანიძის დამოკიდებულებას სამინისტროს მიმართ, ყიფიანი ამბობს: „ნუ დავალთ პიროვნებებამდე. ჩვენ უნდა გავმიჯნოთ პიროვნული და სახელმწიფოებრივი ინფერესები. მინდა ვიმოქმედო იმ პოზიციიდან, რასაც ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი სპორტის განვითარება ჰქვია“, - განაცხადა ყიფიანმა.
შეგახსენებთ, დღეს სასტუმრო „რედისონში“ სპორტული ფედერაციები შეიკრიბებიან და სპორტის კომიტეტის და სამინისტროს წარმომადგენელთა მოსაზრებებს მოისმენენ.
მასალის გამოყენების პირობები






