ვიცე-პრემიერი კახი კალაძე მიიჩნევს, რომ ქართველი ჯარისკაცების დაკრძალვაზე დასწრების ვალდებულება არა მარტო თავდაცვის მინისტრს, არამედ მთავრობის წევრებსაც ჰქონდათ.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„პირადად მე ნამდვილად არ ვიცოდი დაკრძალვის შესახებ და რომ მცოდნოდა, ალბათ არა მარტო თავდაცვის მინისტრი, არამედ მთავრობის წევრების ვალდებულებაც იყო, რომ ყოფილიყვნენ", - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული 42 ქართველი ჯარისკაცის ფრაგმენტები 2 აპრილს დაკრძალეს. დაკრძალვას მთავრობის არც ერთრი წევრი არ დასწრებია. აღნიშნულ საკითხზე განმარტება თავდაცვის მინისტრმა გააკეთა და განაცხადა, რომ ეს არ იყო პომპეზური ცერემონია და ჯარისკაცების დაკრძალავა. მინისტრის თქმით, ეს იყო დნმ-სთვის აღებული ნიმუშების მიწისთვის მიბარება. ჯანელიძის თქმით, ის მნიშვნელოვან კონფერენციას ესწრებოდა, რის გამოც ცერემონიაზე მის მაგივრად მინისტრის მოადგილე იმყოფებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






