ვიდე-პრემიერი კახი კალაძის ინფორმაციით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის საქმიანობასთან დაკავშირებით კომიტეტის უარყოფით დასკვნას მთავრობა გუნდის შიგნით განიხილავს.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ამ თემის განხილვა მთავრობის შიგნით მოხდება. ამაზე გამიჭირდება ზეპირად საუბარი. არ ვიცი ის არგუმენტები, რაც პარლამენტს გააჩნია, ასევე არ ვიცი რა არგუმენტები აქვს ლევან ყიფიანს აქვს. განვიხილავთ ამ თემას და ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება", - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, სპორტის კომიტეტმა შესაძლოა მინისტრის, ლევან ყიფიანის გადაყენების პროცედურა დაიწყოს. როგორც ცნობილია, კანონმდებლები ყიფიანს სპორტის კომიტეტის დახურულ სხდომაზე შეხვდნენ. კომიტეტის წევრის ლუკა კურტანიძის თქმით, დეპუტატებს მინისტრთან ბევრი შეკითხვა აქვთ.
მასალის გამოყენების პირობები






