აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური წარმომადგენლი, არტურ გაგულია , ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გამარტივების მოწოდების შესახებ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ევროკავშირის ყველა მოთხოვნა საქართველოსადმი, რომელიც „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონთან არის დაკავშირებული, საერთო პოლიტიკურ სურათზე უმნიშვნელო გავლენას ახდენს, რადგან თავად საკანონმდებლო აქტი არ შეესაბამება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის არსებულ რეალობას.
გაგულიას განცხადებით, ქართული კანონი, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსა და თავისუფალი გადაადგილების შესახებ ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
მისივე თქმით, ერთი წლის წინ, ევროკავშირმა საქართველოს, „ოკუპორებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის ლიბერალიზაციისკენ მოუწოდა.
„როგორც ჩანას, ევროპაში ესმით, საქართველოს კანონის სამართლებრივი შეუსაბამობა და მისი უარყოფითი გავლენა რეგიონის ჰუმანიტარულ სიტუაციაზე. რაც იმას ნიშნავს, ასეთი საჩივრები მომავალში უფრო ხშირად გაჟღერდება“ - განაცხადა გაგულია.
გაგულიას თქმით, კანონი, თავად საქართველოს აყენებს ზიანს, რადგან დაბრკოლებას უქმნის რუსულ-ქართულ დიალოგსა და „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან არსებულ რთულ ურთიერთობას, კიდევ უფრო ართულებს.“
შეგახსენებთ, ქართული კანონის მიხედვით, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ოფიციალური თბილისის თანხმობის გარეშე ჩასვლა ფულადი ჯარიმით, ან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






