ვიცე-პრემიერი კახი კალაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ადგილობრივი არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში გია უდესიანის მოხვედრა იგეგმებოდა.
რაც შეეხება ირაკლი შიხიაშვილს, კალაძის თქმით, ამაზე საუბარი იყო, თუმცა მან უარი თქვა და მის გადაწყვეტილებას პრემიერიც დაეთანხმა.
„რაც შეეხება უდესიანის ჩართულობას ადგილობრივ არჩევნებში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ინფორმაცია არსწორია. განხილვ აც კი არ ყოფილა, რომ ის სიაში უნდა ყოფილიყო ან არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. რაც შეეხება შიხიაშვილს ამაზე იყო საუბარი, რომ ამა თუ იმ ფორმით არჩევნებში მონაწილეობა მიეღო, თუმცა მე წინააღმდეგი ვიყავი, ამის შესახებ პრემიერს ვუთხარი და პრემიერიც დამეთანხმა. მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ შიხიაშვილი არ მომხდარიყო სიაში“, - განაცხადა კალაძემ.
„ქრონიკა+“-ის რედაქტორის ელისო კილაძის განცხადებით, გია უდესიანი იმისდა მიუხედავად, რომ მას დანაშაულები ჰქონდა ჩადენილი ამ ხელისუფლების პირობებში არაფერზე პასუხი არ უგია. უდესიანის დაუსჯელობის მიზეზად კილაძე იმ გარიგებას ასახელებს, რომელიც ზვიად ჯანყარაშვილსა და გია უდესიანს შორის საკრებულოში უმრავლესობის დაშლის სანაცვლოდ შედგა, შუამავალი კი ირაკლი შიხიაშვილი იყო. პირობა იყო ის რომ 4 დეპუტატი: ირაკლი შიხიაშვილი, კოკი იონათამიშვილი, ბესარიონ ბენდელიანი და გელა ომანაძე, რომლებსაც პირადად გია უდესიანი აკონტროლებდა, იქნა გადაბირებული და პორტირებული ქარტული ოცნების რიგებში. კილაძის თქმით უდესიანმა ამის სანაცვლოდ ხელშეუხებლობა მიიღო და ამასთანავე ის მომდევნო ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ სიაში იქნებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






