პრემიერის განცხადება სახიფათო პრეცედენტს წარმოადგენს - NGO-ები
პოლიტიკა - 11:04, 04 Apr, 2015     1500

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით ეხმაურებიან.

მათი თქმით, მთავრობის მეთაურისა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან მოსამართლეების მიმართ განხორციელებული პირდაპირი ან არაპირდაპირი მითითება გადაწყვეტილების არასასურველი შინაარსის შესახებ წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის.

"ვეხმაურებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლითაც მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დაინტერესდება რუსთავის მეტალურგიულ ქარხნის საქმით, რომელსაც 4500 ლარის დავალიანების გამო დაედო ყადაღა. პრემიერმა ასევე მიუთითა, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე უნდა წარსდგეს საზოგადოების წინაშე და განმარტოს საკუთარი გადაწყვეტილება. აღვნიშნავთ, რომ მთავრობის მეთაურისა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან მოსამართლეების მიმართ განხორციელებული შეტევა, პირდაპირი ან არაპირდაპირი მითითება გადაწყვეტილების არასასურველი შინაარსის შესახებ და სხვაგვარი გავლენა ინდივიდუალურ საქმეებში მართლმსაჯულების განხორციელებაზე, წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის.

მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. მოსამართლეზე რაიმე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა, გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით, აკრძალულია და ისჯება კანონით. არავის, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, არა აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. ეს წარმოადგენს კონსტიტუციურ გარანტიას, რომლის გარეშეც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა ვერ იარსებებს.

მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა სწორად გაიაზრონ, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ისე სასამართლო ინსტიტუტების როლი. თავმჯდომარის უფლებამოსილებას არ წარმოადგენს მოსამართლეთა კონტროლი და მათი პასუხისგებაში მიცემა. ის, როგორც იმავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, შესაძლოა გახდეს კონკრეტული მოსამართლეების მიმართ დისციპლინური პროცესის მონაწილე. თუმცა, ინდივიდუალურად თავმჯდომარეს მოსამართლეების მიმართ რეპრესიული მეთოდების გამოყენების უფლებამოსილება არ გააჩნია.

ამდენად, მიგვაჩნია, რომ ასეთი შინაარსის განცხადებები ახდენს, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციის, ასევე სხვა სასამართლო ორგანოებისა და თვით აღმასრულებელი ხელისუფლების დისკრედიტაციას. ამასთან, ამგვარი პოლიტიკური მესიჯები ხელს უშლის სასამართლო სისტემაში ვითარების გაჯანსაღებას და ზრდის სუბორდინაციას ინდივიდუალურ მოსამართლეებსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შორის.

კონკრეტული მოსამართლის მხრიდან დიციპლინარული გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში რეაგირება უნდა მოახდინოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. სწორედ, საბჭოს ევალება დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი და შეისწავლოს მოსამართლის წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. საბჭოსა და დისციპლინური ორგანოების დროულმა, ეფექტურმა და დასაბუთებულმა რეაგირებამ, შესაძლო გადაცდომის თითოეულ ფაქტზე, უნდა შექმნას საზოგადოებისა და მოსამართლეთა ნდობა სასამართლოში მოქმედი პასუხისმგებლობს სისტემის მიმართ, რომელიც ამჟამად საკმაოდ დაბალია.

საბჭო ასევე ვალდებულია გამოეხმაუროს მოსამართლეთა მიმათ ზეწოლის შესაძლო ფაქტებს და არ დაუშვას არასათანადო გავლენა მართლმსაჯულების პროცესზე, როგორც სასამართლო ხელისუფლების შიგნიდან, ისე ხელისუფლების სხვა შტოების მხრიდან.

მოვუწოდებთ, მთავრობის მეთაურს, ისევე როგორც სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს, პატივი სცენ სასამართლო ხელისუფლების დაომუკიდებლობის პრინციპს და თავი შეიკავონ მსგავსი განცხადებებისაგან მომავალში", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" , "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო", "სიდა", "ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი", "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო", "საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია", "პარტნიორობა ადამინის უფლებებისთვის.

შეგახსენებთ, პრემიერი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაზე ყადაღის დადების ფაქტს გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ ამ საქმით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დაინტერესდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42