უდესიანის დაუსჯელობის მიზეზად კილაძე იმ გარიგებას ასახელებს, რომელიც ზვიად ჯანყარაშვილსა და გია უდესიანს შორის საკრებულოში უმრავლესობის დაშლის სანაცვლოდ შედგა, შუამავალი კი ირაკლი შიხიაშვილი იყო. პირობა იყო ის რომ 4 დეპუტატი: ირაკლი შიხიაშვილი, კოკი იონათამიშვილი, ბესარიონ ბენდელიანი და გელა ომანაძე, რომლებსაც პირადად გია უდესიანი აკონტროლებდა, იქნა გადაბირებული და პორტირებული ქარტული ოცნების რიგებში. კილაძის თქმით უდესიანმა ამის სანაცვლოდ ხელშეუხებლობა მიიღო და ამასთანავე ის მომდევნო ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ სიაში იქნებოდა.
ელისო კილაძის განცხადებით უდესიანი ამ ფაქტებს არ უარყოფს და აცხადებს, რომ მასთან ერთად ომანაძის გადაბირებაში მონაწილეობდა ენმ-ს წევრი დავით კირკიტაძეც.
ელისო კილაძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდა იმ სხდომას სადაც წარადგინეს საარჩევნო სია სადაცპირველი ნომერი ირაკლი შიხიაშვილი, მეშვიდე კი გია უდესიანი იყო. კილაძის თქმით ჩიქოვანმა შეკითხვა დასვა თუ ვისტან იყო ეს სია შეტანხმებული, რაზეც მას უპასუხეს, რომ ეს სია პრემიერ ღარიბაშვილთან იყო შეთანხმებული. კახი კალაძე სწორედ ამ პოლიტსაბჭოს სხდომიდან წავიდა ივანიშვილთან და ივანიშვილის ჩარევით ამოიღეს ეს ორი ადამიანი სიიდან. კილაძის თქმით, ამ ფაქტის შემდეგ პრემიერი და ვიცე პრემიერი რამდენიმე თვის განმავლობაში ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






