მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არანაირი ხელშეკრულება არ გაფორმებულა - ჯანელიძე
პოლიტიკა - 23:09, 03 Apr, 2015     1328
ფრანგულ მხარესთან არანაირი ხელშეკრულება არ გაფორმებულა. გაფორმდა მემორანდუმი და მიმდინარეობს მოლაპარაკებები - ეს განცხადება თავდაცვის მინისტმა მინდია ჯანელიძემ ,,მაესტროს ცხრიანში“ ირაკლი ალასანიას საპასუხოდ გააკეთა. ჯანელიძის თქმით, ფრანგულ მხარესთან კონსულტაციები კვლავაც გრძელდება. ჯანელიძემ განმარტა, რომ ხელმოწერა განზრახულობათა წერილზე განხორციელდა.

,,ის რომ არ არსებობს არანაირი ხელშეკრულება, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ და ამას ვსაუბრობდით წარსულშიც, მაგრამ ვამბობდით, რომ ხელმოწერა განხორციელდა ე.წ. განზრახულობათა წერილზე, იგივე მემორანდუმზე, რომელიც ხელშეკრულებისგან განსხვავებით, სრულიად სხვა სახის საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტია შედეგების თვალსაზრისით. ხელშეკრულებას მოსდევს კონკრეტული ვალდებულებები, რომელიც უნდა შეასრულონ ხელშეკრულების მხარეებმა, მემორანდუმი კი არის დეკლარაციული ხასიათის დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს მხარეების კეთილ ნებას კონსულტაციების თაობაზე. ამ დოკუმენტს, კი ბატონო, მოეწერა ხელი. კონსულტაცია შესაძლებელია მემორანდუმის გარეშეც და მემორანდუმის არსებობის პირობებშიც. მემორანდუმი არ არის აუცილებელი წინაპირობა რაიმე სახის კონსულტაციებისთვის. ეს თემა ეხება ქვეყნის თავდაცვას, ეს თემა ეხება უსაფრთხოებას, ამიტომ, არ არის მიზანშეწონილი ამაზე უპასუხისმგებლო საუბარი. პარტნიორები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ არის უამრავი მითქმა-მოთქმა, უამრავი ჭორი და მართალი ამ საკითხის გარშემო, რამაც დააზიანა ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ინტერესები. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ვინც კვლავ აგრძელებს ამ საკითხზე სპეკულაციას", - განაცხადა ჯანელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42