"თავისუფალი დემოკრატები" საფრანგეთის ელჩის განცხადებას ეხმაურებიან
პოლიტიკა - 21:26, 03 Apr, 2015     1864
საფრანგეთის ელჩის რენო სალენსის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულ მხარეს საჰაერო თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით არანაირ შეთანხმებაზე, ხელშეკრულებასა თუ ვალდებულებაზე ხელი არ მოუწერია, ალასანიას გუნდი გამოეხმაურა

როგორც „თავისუფალი დემოკრატები“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა, მისი ინფორმაციით რენო სალენსი ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პროცესს არ ესწრებოდა, ამასთანავე ელჩის განცხადებაში არ გამორიცხულა კითხვა იმასთან დაკავშირებით, არსებობდა თუ არა მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოეწერა 2014 წლის ოქტომბერში და თვითონ ამ მემორანდუმის ვადები გავიდა თუ არა მარტში:

„თემის დელიკატურობიდან გამომდინარე საფრანგეთის დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენელი ძალიან თავშეკავებულ განცხადებას აკეთებს, მე რამდენადაც ვიცი ბატონი ელჩი თავად არ იმყოფებოდა ამ ხელშეკრულების ხელმოწერაზე და არც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, თუმცა ამ თემასთან მიმართებაში ის საქმის კურსში იყო.

ამასთანავე არსებობს ერთი კითხვა, რომელიც არის სავსებით ლოგიკური, რომელიც თვითონ ელჩის განცხადებაშივე არანაირი ფორმით და არცერთი სახით არ გამორიცხულა, ეს არის კითხვა არსებობდა თუ არა მემორანდუმი რომელსაც ხელი მოეწერა 2014 წლის ოქტომბერში და თვითონ ამ მემორანდუმის ვადები გავიდა თუ არა მარტში.“- აღნიშნა ჩიქოვანმა და კიდევ ერთხელ გააჟღერა „თავისუფალი დემოკრატების“ მოთხოვნა საპარლამენტო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით:

„მიუხედავად ყველაფრისა, რადგანაც არსებობს ამდენი შეკითხვები საზოგადოებაში და საზოგადოებას აინტერესებს ეს ყველაფერი, ზუსტად ამიტომ ვფიქრობთ, რომ სწორი და ადეკვატური ფორმა ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემის არის შესაბამისი საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება და კომისიის შექმნა , რომელიც შეისწავლის ამ საკითხებს და ნათელს მოჰფენს ამ ყველაფერს“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42