ქართულ მხარეს თავდაცვით შეიარაღებაზე შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია- საფრანგეთის ელჩი
პოლიტიკა - 19:50, 03 Apr, 2015     2069
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე საქართველოში საფრანგეთის ელჩს რენო სალენს შეხვდა. თავდაცვის უწყების ინფორმაციით შეხვედრის შემდეგ ელჩმა კომენტარი იმ დოკუმენტის შესახებაც გააკეთა, რომელთან დაკავშირებითაც ყოფილი თავდაცვის მინისტრი საუბრობდა და რომლის განხორციელებაც ირაკლი ალასანიას განცხადებით პრემიერ მინისტრის და ბიძინა ივანიშვილის ჩარევის გამო ვერ მოხერხდა

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთის ელჩმა, რენო სალენსმა განაცხადა, რომ ქართულ მხარეს საჰაერო თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით არანაირ შეთანხმებაზე, ხელშეკრულებასა თუ ვალდებულებაზე ხელი არ მოუწერია

ელჩის განცხადებით, საუბარია მხოლოდ განხილვებზე, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ფრანგ მწარმოებლებს შორის გასულ წელს დაიწყო.

"გასულ წელს დაიწყო გარკვეული განხილვები საქართველოს მთავრობასა და ფრანგ მწარმოებლებს შორის, ორმხრივი თანამშრომლობის ჩვეულ რეჟიმში. მე კიდევ ერთხელ ვამახვილებ ყურადღებას ტერმინზე „განხილვები“, რადგან ქართული მხრიდან არანაირ ვალდებულებაზე ხელი მოწერილი არ ყოფილა - არანაირი შეთანხმება, არანაირი ხელშეკრულება, არანაირი ვალდებულება და არაფერი მსგავსი. ერთადერთი რისი თქმაც ახლა შემიძლია არის ის, რომ ის განხილვები, რომლებიც გასულ წელს დაიწყო, გრძელდება,"– თავდაცვის სამინისტროს ცნობით, განაცხადა რენო სალენსმა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა დღის წესრიგში არსებული, მიმდინარე საკითხები და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. მინდია ჯანელიძემ ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის ფორმატში, საფრანგეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება. ფრანგ დიპლომატთან საუბრის ერთ-ერთი თემა, საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციისა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი იყო.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ 2014 წლის 28 ოქტომბერს საფრანგეთში საჰაერო თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით მემორანდუმს ხელი მოაწერა.


ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42