სად არის 100 საწარმო - ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საწარმოებით დაინტერესდა
პოლიტიკა - 17:30, 03 Apr, 2015     1673
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც პრემიერმა აღნიშნა, რომ რეალურად შეიქმნა იმაზე მეტი საწარმო, ვიდრე დაგეგმილი იყო.

2013 წლიდან, საქართველოს მთავრობა ახორციელებს პროექტებს: „აწარმოე საქართველოში“, რომელსაც კოორდინაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უწევენ და „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, რომელთა ფარგლებშიც ხელისუფლების მტკიცებით, მათი მხარდაჭერით და ხელშეწყობით, საქართველოს მასშტაბით განახლდა ათეულობით ძველი და გაიხსნა 100 ახალი საწარმო.

2015 წლის 26 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რეალურად შეიქმნა იმაზე მეტი საწარმო, ვიდრე დაგეგმილი იყო. მისი თქმით, გაიხსნა 105 ახალი და გაფართოვდა 580 ძველი საწარმო. მან ასევე განაცხადა, რომ მისი სიტყვების დასადასტურებლად, ჟურნალისტებისთვის 15 აპრილიდან მედიატურები მოეწყობა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2014 წლის ოქტომბერში აჭარის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში ესტუმრა 25-მდე საწარმოს.

ჩვენ მიერ ადგილების დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ:

სამი საწარმო შენების პროცესში იყო;

81 მათგანი ინდმეწარმე იყო;

8 მათგანი სასათბურე მეურნეობას წარმოადგენდა;

შპს „ბათ გლასი“, რომელიც მდებარეობს ბათუმში (ურეხის დასახლებაში), აწარმოებდა სამშენებლო მასალების იმპორტს, ასევე ამზადებდნენ კარ-ფანჯრებს და მსგავს სამშენებლო მასალებს. სოფლის მეურნეობის პროდუქტებთან კავშირი ქარხნის დირექტორის მამამ არ დაგვიდასტურა. შენიშვნა: ბლოგპოსტის გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური, რომელმაც განგვიმარტა, რომ შპს „ბათ გლასის“ მფლობელობაში ასევე შედის სასათბურე მეურნეობა, რომელიც მხარდაჭერილია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში.

,,საერთაშორისო გაჭვირვალობა-საქართველო“ შესაბამის რუკას აქვეყნებს, სადაც დაინტერესბულ პირებს შეუძლიათ, ფოტოსურათებისა და ინფორმაციის გადამოწმება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42