ცხინვალის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო მარგველაშვილის განცხადებას პასუხობს
პოლიტიკა - 19:15, 03 Apr, 2015     958

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და სადაც, საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებსა და მათი დეოკუპაციის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„მსგავსი განცხადებების მთავარი ადრესატი ყოველთვის დასავლური აუდიტორია იყო. რათა დასავლეთის სამყარო დაარწმუნონ, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიის შუქურაა, რომელსაც მასშტაბური მხარდაჭერა სჭირდება“- აცხადებენ ე.წ. სამინისტროში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „სამხრეთ ოსეთი არასოდეს დაივიწყებს და არ აპატიებს ქართულ მხარეს, 2008 წელს სამხრეთ ოსეთში განხორციელებულ გენოციდს, ეთნიკურ წმენდასა და ცხინვალის დაბომბვას.“

დეფაქტო ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთში განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების გამო, პასუხი არავის უგია. უფრო მეტიც, “თბილისი კატეგორიულ უარს ამბობს, ხელი მოაწეროს ცხინვალისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს და რევამშისტული ამბიციების განსახორციელებლად საკუთარი სამხედრო პოტენციალის გაზრდას განაგრძობს, რათა ხელსაყრელი მომენტის შემთხვევაში ოსეთის ტერიტორია დაიკავოს.“

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრეტენზიები თბილისს, ქვეყნის განვითარებასა და კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებაში უშლის ხელს. ამავდროულად, „ის სარიტუალო შელოცვები, რომლებიც თბილისის ტრიბუნებიდან ისმის, მხოლოდ იმ ხალხზე მოახდენს შთაბეჭდილებას, ვინც სამხრეთ კავკასიასა და რეგიონის პრობლემებს არ იცნობს.“

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 31 მარტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და აფხაზეთისა და ცხინვალის დეოკუპაციის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, ერთიანი საქართველოს სივრცეში , აფხაზებისა და ოსების თვითმყოფადობის, მათი პოლიტიკური და კულტურული უფლებების რეალიზების შენარჩუნება უნდა მოხდეს.


ხატია ლაღიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42