მარნეულში ირაკლი ღარიბაშვილს ბოლნისის რაიონიდან ჩასული RMG-ს საწარმოს თანამშრომლები შეხვდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა მათ პირობა მისცა, რომ ისისნი სამსახურის გარეშე არ დარჩებიან. პრემიერის თქმით დაუშვებელია, რომ 3 ათასი ოჯახმა სამუშაო დაკარგოს.
საწარმოს მუშაობის საკითხზე სასაუბროდ, ბოლნისიდან მარნეულში ჩასულმა RMG-ს თანამშრომლებმა პრემიერ მინისტრს „ნაციონალური მოძრაობის“ მოშორება მოსთხოვეს:
„ძალიან გთხოვთ, ეს ნაცმოძრაობა მოგვაშორეთ, ძალიან დაგვღალეს...“- განაცხადა საწარმოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
„3 ათასი ადამიანი მუშაობს საწარმოში და ნაცმოძრაობის წარმომადგენლები თავისი სატელიტი ორგანიზაციებით და ფსევდო-კულტურის დამცველების მეშვეობით, ამ ადამიანებს ებრძვიან. 3 ათას ოჯახს ებრძვიან, ეს არის ყოვლად დაუშვებელი. მე გაძლევთ პირობას, რომ თქვენ და თქვენს კომპანიას ვერავინ ვერ გააჩერებს“- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






