,,პრემიერის პირდაპირ გვემუქრება“ - საყდრისის გადარჩენის კომიტეტი დიპკორპუსს მიმართავს
პოლიტიკა - 18:41, 03 Apr, 2015     2112
პრემიერ-მინისტრის განცხადებას საყდრისის საბადოს და კომპანია „RMG“-ისთან დაკავშირებით, საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრები გამოეხმაურნენ. საყდრისის დამცველები პრემიერის მხრიდან მათი საქმიანობის დივერსიად შეფასებას მუქარის შემცველ გზავნილად მიიჩნევენ.

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრი ირაკლი მამალაძე პრემიერის ამ განცხადებით დაინტერესებას არასამთავრობოებსა და დიპლომატიურ კორპუსს სთხოვს:

„პრემიერის ეს განცხადება არის პირდაპირი მუქარა, აქედან გამომდინარე მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს ყურად იღონ პრემიერის ეს პირდაპირი მუქარა, ის ითხოვს დასაჯონ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი- საყდრისის კომიტეტი. ჩვენ ვართ სამოქალაქო საზოგადოება და გავაგრძელებთ ამ ბრძოლას კულტურული მემკვიდრეობისთვის“- განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

კომიტეტის წევრი ნინო ბურჭულაძი თქმით მათ „RMG“-ის კომბინატის მუშაობის შეჩერება არასოდეს არ მოუთხოვიათ, არამედ ვანდალიზმის აღკვეთას ითხოვდნენ:

„გამოიძიონ სამართალდამცავებმა ჩვენი "დივერსიული" საქმეები, თუმცა პარალელურად გამოიძიონ საყდრისის აფეთქების კანონიერების საკითხიც, საყდრისის დაცვის კომიტეტს არასოდეს გაუკეთებია განცხადება კომბინატის მუშაობის შეჩერების თაობაზე, ჩვენ ვითხოვთ საგამოძიებო კომიტეტის შექმნას პარლამენტში, რათა თავიდან იქნეს აცილებული შემდგომში მსგავსი ვანდალური ფაქტები. გარდა ამისა ვითხოვთ არქეოლოგების დაშვებას ძეგლის იმ შეუსწავლელ ნაწილში, რომელიც ჯერ კიდევ ხელუხლებელია. აქედან გამომდინარე თუ ეს ითვლება ჩვენ დივერსიულ საქმიანობად, მაშინ, დიახ, მე ვარ დივერსანტი“- განაცხადა ბურჭულაძემ.


ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42