ჩვენ მესაზღვრეები ფიცრულებიდან და კარვებიდან გამოვიყვანეთ - პრემიერი
პოლიტიკა - 16:39, 03 Apr, 2015     1585

პრემიერ-მინისტრის განცხადებით საქართველოს ხელისუფლებამ ქვემო ქართლის რეგიონში პრობლემების მოგვარებისთვის ეფექტური სამუშაოები განახორციელა. ირაკლი ღარიბაშვილმა მაგალითად მესაზღვრეების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება დაასახელა და აღნიშნა რომ საზღვრის დამცველებს კარვებში და ფიცრულებში აღარ უწევთ ცხოვრება. აღნიშნული განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში, ახალი სამთავრობო პროგრამის: "ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის" პრეზენტაციაზე განაცხადა.

"მოგეხსენებათ, რომ ქვემო ქართლი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სასაზღვრო რეგიონია და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მესაზღვრეებისთვის მაქსიმალურად კარგი პირობების შესაქმნელად, ისინი გამოვიყვანეთ ფიცრულებიდან და კარვებიდან. მართლაც ძალინ მძიმე მდგომარეობაში უწევდათ ცხოვრება. ჩვენი ძალისხმევით რეგიონში გაიხსნა სასაზღვრო პოლიციის ახალი შენობები. ეს არის თანამედროვე სტანდარტების შენობები, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით", -განაცხადა ღარიბაშვილმა.


პრემიერმა სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობამ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სასჯელაღსრულების სისტემაში ვითარების გამოსწორება გამოაცხადა.


"ქვემო ქართლის რეგიონში მდებარეობს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ოთხი დაწესებულება. ჩვენ ოთხივე დაწესებულებაში განვახორციელეთ ინფრასტრუქტურული პროექტები, ჩატარდა კაპიტალური სარემონტო სამუშაოები. რაც შეეხება სიახლეებს იუსტიციის სფეროში, - სულ რამდენიმე დღეში ქვემო ქართლში, რუსთავში გაიხსნება ქვემო ქართლის რეგიონალური არქივი", - აღნიშნა პრემიერმა.


ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42