ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მოსამართლის ეს გადაწყვეტილება დივერსიული და გაუმართლებელი იყო.
როგორც ის აცხადებს, აღმაშფოთებელია, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა 4500 ლარის გამო არის დაყადაღებული.
„ეს არის კატასტროფა და დივერსია. ამ საწარმოში 2500 ადგილობრივია დასაქმებული. იმ ადამიანს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო მოუწევს, პასუხი აგოს 2 500 ოჯახის წინაშე. იმედია ამ საქმით სასამართლოს ახალი თავმჯდომარე დაინტერესდება. მოსამართლე, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, აუცილებლად უნდა წარსდგეს საზოგადოების წინაშე და განმარტოს, თუ რატომ იღებს ასეთ დივერსიულ გადაწყვეტილებებს. თუ არსებობს კანონდარღვევა, გთხოვთ გამოიძიოთ. არ ვერევით სასამართლოს გადაწყვეტილებაში, მაგრამ მივმართავ იმ ადამიანს, ვინც ეს უგუნური გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეს არის მარტივი საკითხი. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი და ყველას მოვუწოდებ, რომ გააკეთონ მკაცრი რეაგირება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






