„ჩვენი მთავრობის მხრიდან დიდი ყურადღება ეთმობა რეგიონების გაძლიერებას. ასეთი ყურადღება ბოლო 8 წლის განმავლობაში არ ყოფილა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ შთამბეჭდავი სამუშაოები შევასრულეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მთავრობა უნდა იყოს ჩართული ამ პრობლემის მოგვარებაში. ძალები უნდა გააერთიანოს სახელმწიფომ და ბიზნესმა," - განაცხადა პრემიერმა და საკუთარ გამოსვლაში ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელებულ ინვესტიციებზე დეტალურად ისაუბრა.
"რეგიონში გასულ წელს 2014 წელს 47 000 000 დოლარზე მეტი პირდაპირი ინვესტიციები შემოვიდა. ეს ინვესტიციები სხვადასხვა დარგებში ჩაიდო. სოფლის მეურნებობა ამ რეგიონში ძალიან კარგად ვითარდება. აგროკრედიტის ფარგლებში რეგიონისთვის 114 000 ლარი გამოიყო, დაფინანსდა 18 ახალი საწარმო 9 მილიონი ლარით, გადაიარაღდა 89 საწარმო 18 მილიონ ლარად. 12 საწარმო კი "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში დაფინანსდა. საგაზაფხულო სამუშაოებისათვის 92 000 ბენეფიციარს დავეხმარეთ 7 მილიონი ლარით, ვაძლიერებთ კოოპერატივებს," - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






