"საკრებულომ თვითკასტრაცია ჩაიტარა... რას აპირებს მარგიშვილი? "- დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე
პოლიტიკა - 15:43, 03 Apr, 2015     1297
თბილისის საკრებულოში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დღეს ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების განხილვამ დეპუტატებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. საკრებულოს უმცირესობა ბიუჯეტის პროექტში დაგეგმილი ცვლილებებით უკმაყოფილოა. ასევე ისინი პრეტენზიას გამოთქვამენ მე-20 მუხლის ამოღებასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც თბილისის მერიას აღარ ექნება ვალდებულება გარკვეულ პროექტებთან დაკავშირებით ნებართვის მისაღებად საკრებულოს კომისიების წინაშე წარსდგეს. ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილსაც.

სევდია უგრეხელიძემ უმრავლესობის პრეტენზიების საპასუხოდ, რომ საკრებულოს მხრიდან მერიის კონტროლის ეს მექანიზმი მის გამო შემოიღეს, განაცხადა, რომ თუ ის რამეში დამნაშავე იყო პროკურატურა მას აქამდეც დაიჭერდა.

„დღეს ის ფუნქცია მოგვაშორეს, რითაც თქვენ ამაყობდით, მე ვიყავი საქმეში არა? ჩემთვის შემოიღეს? დიდი მადლობა. პროკურატურაშია ყველა საქმე და თუ დასაჭერია დამიჭერდნენ აქამდე ალბათ“- განაცხადა უგრეხელიძემ და აღნიშნა რომ ამ ცვლილებით, საკრებულომ თვითკასტრაცია ჩაიტარა.

დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტის ცვლილებები გაუგებარია ალეკო ელისაშვილისთვის „ეს არის ცუდ ხასიათზე რომ ადამიანი გაიღვიძებს და აქეთ ზოგს მოაკლებს, ზოგს დაამატებს. ლოგიკა ამ ცვლილების არის ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი, მაგალითად ცე ჰეპატიტის პროგრამას რატომ აკლდება, გამწვანების ბიუჯეტი რატომ მცირდება“- მიმართა კითხვით ელისაშვილმა საკრებულოს დეპუტატებს და დეპუტატებს მოუწოდა ვინმემ ახსნას, რა ფუნქცია აკისრია ალექსანდრე მარგიშვილის ახალ უწყებას და რატომ უნდა დაუმტკიცოს საკრებულომ მის უწყებას 1,8 მილიონი. „ეს მარგიშვილის დაწესებულება რა არის იქნებ ვინმემ აგვიხსნას, ვიცით, რომ მარგიშვილი იქნება ამ გაუგებარი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და 1,8 მილიონი უნდა დავუმტკიცოთ, რისთვის? რას აპირებს ეს კაცი?“- განაცხადა საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა.


ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42