საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" უკვე ყოფილი წევრის გიორგი მუსხელიშვილის თქმით, ისინი არ აპირებენ, რომ უმრავლესობას შეუერთდნენ.
მისი თქმით, ისინი საკრებულოში დამოუკიდებელ ფრაქციას შექმნიან.
რაც შეეხება პარტია „თავისუფალ დემოკრატებთან“ შეუთავსებლობას, მუსხელიშვილი არ აკონკრეტებს, რაზე ვერ თანხმდებოდნენ თანაგუნდელებთან.
„რა გახდა პარტიიდან წამოსვლის მიზეზი, ეს ჩვენი შიდა საქმეა, ჩვენი ურთიერთობები არ გვინდა გავასაჯაროოთ. რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს, ვაპირებთ დამოუკიდებელი ფრაქციის შექმნას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ფრაქციაში 3 ახალი წევრი იქნება“, - განაცხადა მუსხელიშვილმა, თუმცა ფრაქციის სახელი არ დაუკონკრეტებია.
მისი თქმით, პარტიის დატოვების შესახებ კონსულტაციები ჰქონდათ ირაკლი ალასანიასთან.
"საუბარი ყოველგვარი ექსცესების გარეშე შედგა. გადავწყვიტეთ, რომ პოლიტიკურად დავშორებოდით ერთმანეთს", - განაცხადა გიორგი მუსხელიშვილმა.
შეგახსენებთ, ფრაქცია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ საკრებულოში, პარტიის სახელით საქმიანობა გუშინ შეწყვიტეს. ისინი მუშაობას დამოუკიდებელ ფრაქციად გააგრძელებენ.
მასალის გამოყენების პირობები






