გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა რუსეთთან მიმართებით საიას რეკომენდაციები გაითვალისწინა
პოლიტიკა - 14:34, 03 Apr, 2015     1173

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, 2015 წლის 31 მარტს გამართულ სესიაზე, რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით, შემაჯამებელი დასკვნა შეიმუშავა. კომიტეტმა დასკნითი მოსაზრებები რუსეთის ფედერაციის მიერ 2015 წლის 16 და 17 მარტს გაეროში წარმოდგენილი ანგარიშის და არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღო. სესიაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და ადამიანის უფლებათა ეროვნულმა ინსტიტუტმა (NIHR), ადამიანის უფლებათა პრიორიტეტთან (HRP) თანამშრომლობით, ალტერნატიული ანგარიში წარადგინეს.

გაეროს მიერ რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით შემუშავებულ დასკვნაში, საიასა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გამახვილებულია შეიარაღებულ კონფლიქტებზე უკრაინასა და საქართველოში: „კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინაში ფაქტით აღიარებული უფლებების მძიმე დარღვევის სავარაუდო შემთხვევების გამო, რასაც ადგილი აქვს იმ ძალების მხრიდან, რომელზეც, როგორც ჩანს, პაქტის ხელშემკვრელ მხარეს [რუსეთი] მნიშვნელოვანი გავლენა აქვს და რაც, შესაძლოა, ეფექტურ კონტროლს გაუტოლდეს. კომიტეტი აგრეთვე შეშფოთებულია 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს საქართველოს რეგიონ - სამხრეთ ოსეთში პაქტით აღიარებული უფლებების მძიმე დარღვევების ფაქტების გამო, რომელთა გამოძიებაც სრულად არ მომხდარა (მე-2 მუხლი). კომიტეტი ... მოუწოდებს ხელშემკვრელ მხარეს [რუსეთის ფედერაციას], დაიცვას პაქტით აღიარებული უფლებები იმ ქმედებებთან მიმართებით, რომელთაც ადგილი აქვს შეიარაღებული ჯგუფებისა და ე.წ. ‘დონეცკის სახალხო რესპუბლიკის’, ‘ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისა’ და ‘სამხრეთ ოსეთის’ თვითგამოცხადებული ხელისუფლების მხრიდან, იმ ფარგლებში, რომელშიც იგი უკვე ახორციელებს სათანადო გავლენას ამ ჯგუფებსა და ხელისუფლების ორგანოებზე, რაც უტოლდება მათ ქმედებებზე ეფექტურ კონტროლს.” გარდა ზემოხსენებული ინფორმაციისა, საიას და პარტნიორი ორგანიზაციების ალტერნატიული ანგარიში ასახავს საქართველოს მოქალაქეთა მიმართ რუსეთის ფედერაციის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და რუსი და ოსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების უკანონო მშენებლობისა და უკანონო დაკავებების მიმდინარე ფაქტებს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42