საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, დედაქალაქის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით პროგრამები 7 მილიონი ლარით მცირდება.
მისივე ინფორმაციით, 4 მილიონი ლარით კი ამხანაგობების პროგრამები მცირდება.
„ამ ყველაფერთან ერთად უქმდება ავტოპარკინგის მშენებლობის პროგრამები. 0,5 მილიონი ლარით მცირდება მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლის პროგრამა. 1,5 მილიონი ლარით კი ბაღების დაფინანსება. მთლიანობაში, 47 მილიონით გაიზრდება თბილისის 2015 წლის ბიუჯეტი და ეს მოხდება ოლიმპიადის სამუშაოების დასასრულებლად გამოყოფილი ტრანსფერის ხარჯზე“, - განაცხადა აბესაძემ.
მისივე ინფორმაციით, 44 ერთეულით იზრდება მერიაში დასაქმებულთა რაოდენობა.
"როგორც ჩანს, დავით ნარმანიას კიდევ დარჩა დაუსაქმებელი ნათესავები", - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






