„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავს. ალასანია განცხადებას საფრანგეთთან თავდაცვის სფეროში ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით გააკეთებს.
შეგახსენებთ, ირაკლი ალასანიას განცხადებით მისი თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნისას, საქართველოსა და საფრანგეთს შორის საჰაერო უსაფრთხოების მემორანდუმზე ხელმოწერა უნდა მომხდარიყო. საფრანგეთში ვიზიტად მყოფ ირაკლი ალასანიას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა, მინდია ჯანელიძემ დაურეკა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები გადასცა. როგორც ალასანიამ აღნიშნა, პრემიერის სიტყვების თანახმად, მას საჰაერო თავდაცვის შესახებ მემორანდუმისთვის ხელი არ უნდა მოეწერა.
ჯანელიძე ამბობდა, რომ ხელშკრულება, რომელზეც ალასანია საუბრობს, რეალურად არ არსებობს. მოგვიანებით თავდაცვის მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ ალასანიას არა ხელშეკრულების გაუქმებას, არამედ ხელმოწერის რამდენიმე ხნით შეჩერება სთხოვა.
მასალის გამოყენების პირობები






