ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ თბილისის საკრებულოში საქმიანობის შეწყვეტას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ეხმაურება.
მისი თქმით, ეს არის შიდა პარტიული საქმიანობა და სავარაუდოდ, „თავისუფალი დემოკრატების“ უკვე ყოფილი წევრები საკებულოში ახალ ფრაქციას შექმნიან.
„ესენი ძალიან ღირსეული ადამიანები არიან. მათტან ერთად დიდი გზა გამოვიარეთ. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს მათ. თავად საკრებულოში არაერთგზის ოპონირიება იყო, მაგრამ ეს იყო კონსტრუქციული. იმედია შემდგომში კვლავ ესეთი ურთიერთობა შენარჩუნდება“, - განაცხადა ალიბეგაშვილმა.
ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" თბილისის საკრებულოში საქმიანობა შეწყვიტეს.
"პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ თანდათან გამოიკვეთა აშკარა შეუსაბამობა პარტიის სტრატეგიასა და თბილისის საკრებულოში ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" საქმიანობას შორის. ფრაქციის წევრებს პარტიაში არაერთხელ მკაფიოდ განემარტათ წარმოქმნილი განსხვავებების პრინციპული მნიშვნელობა. მათ უნდა გადაეწყვიტათ, შეძლებდნენ თუ არა პარტიასთან ერთად მკაფიო და თანმიმდევრული ოპოზიციური პოლიტიკის გატარებას ხელისუფლებაში მყოფი კოალიციის მიმართ. სამწუხაროდ, ისინი მზად არ აღმოჩდნენ ხელისუფლების რეალური ოპონირებისთვის. ამგვარად, მათი არჩევანის შესაბამისად, ისინი დღეიდან აღარ არიან პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრები და ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" თბილისის საკრებულოში წყვეტს საქმიანობას", - ნათქვამია პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






