,,ივანიშვილის პირადი მძევლები“ - სერგო რატიანი „RMG“-ის თანამშრომლებს პასუხობს
პოლიტიკა - 19:57, 02 Apr, 2015     792

„რა კავშირშია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა, კომპანიის მუშაობასთან? ეს ხალხი სიცრუეშია შეყვანილი“, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგო რატიანი კომპანია „RMG“-ის წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ პროტესტს იმ დეპუტატების მიმართ, ვინც საყდრისთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.

როგორც რატიანმა „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა, კომისიის ფუნქციაა შეისწავლოს, თუ რა დანაშაული იქნა ჩადენილი საყდრისში მომხდარი აფეთქები დროს.

„რა კავშირიშია საგამოძიებო კომისიის შექმნა, კომპანიის საქმიანობასთან? კომისიამ უნდა შეისწავლოს გარკვეული საკითხები, თუ რა დანაშაული იქნა ჩადენილი, მაშინ როდესაც მოხდა აფეთქება და ვინ არის ამაში დამნაშავე. ეს ადამიანები არიან ბიძინა ივანიშვილის პირადი მძევლები. სწორედ ივანიშვილი იყენებს ამ ადამიანებს, ისევე როგორც სხვებს... ის პოლიტიკურ პროცესებს ქუჩის აქციებით და ოპონენტებზე თავდასხმებით მართავს. ამიტომ ვამბობ, მთავრობა უნდა წავიდეს, რადგან არ შეუძლიათ იმუშაონ ისე, როგორც მუშაობს ნორმალური მთავრობა“, - აცხადებს რატიანი.

დეპუტატის განმარტებით, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სამეცნიერო წრეები ამბობენ, რომ საყდრისი უძველები ძეგლია და მის აფეთქებას ვანდალურ ფაქტად აფასებე.

„გუშინ გამოვაქვეყნე გერმანული ინსტიტუტის ხელმძღვანელის წერილი სადაც ის ამბობს, რომ ესეთი ვანდალური აქტი შეგვიძლია შევადაროთ ISIS მიერ აფეთქებულ ძეგლებს. ამაზე დიდი სირცხვილი სახელმწიფოს არც ჰქონია. რაც შეეხება იმას, რომ გერმანელი მეცნიერები გრანტებს ჭამენ, ეს სასაცილოა. ის, რომ ჩვენ წამყვანი ქვეყნების უნივერსიტეტების ფონდები გვეხმარებიან ქართული კულტურის აღორძინებაში და სამეცნიერო კვლევებში, ეს არის დასკვნა იმისა, რომ საყდრისის ძეგლი არის მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლი“, - აღნიშნა რატიანმა.

შეგახსენებთ, კომპანია „RMG“-ის წარმომადგენლებმა ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს. მათ აინტერესებთ, რატომ ითხოვენ „თავისუფალი დემოკრატები“ და „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საკომისიო კომისიის შექმნას და რა იციან საყდრისის საბადოზე.

„ჩვენ გვაინტერესებს რა უნდათ მათ. გამოვიდნენ და გაგვცენ პასუხები, რატომ უნდათ, რომ 3 000 კაცი, რომელთა უკანაც ოჯახები და შვილები დგანან, ლუკმა-პურის გარეშე დარჩნენ. ჩვენ კი ვიცით, რაც უნდათ. მათ უნდათ, რომ ჭაობში და სიღარიბეში ვიყოთ, მაგრამ ჩვენ არ გვინდა სიცრუეში ცხოვრება. ჩვენ გვინდა მუშაობა და სიმართლით ცხოვრება“, - განაცხადა „არემჯი კოპერის“ თანამშრომელმა გიორგი ნასყიდაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42