ბრიუსელში ევროკავშირის სახელმწიფოებში საქართველოს ელჩების შეკრება გაიმართა
პოლიტიკა - 18:09, 02 Apr, 2015     564

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებთან.

რეგიონულ ამბასადორიალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ, მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ და ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ელჩებმა.

ამბასადორიალის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის იყო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგის სამიტი, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო დროს განვითარებული პროცესები და მის ირგვლივ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაცია.

ელჩებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ იქნა განხილული საქართველოს მიზნები რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის და მისი მოსამზადებელი სამუშაოები.

ხაზი გაესვა რიგის სამიტამდე დარჩენილ პერიოდში და მის შემდგომ, ევროკავშირის სახელმწიფოებთან ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობას და პარტნიორ ქვეყნებთან კონსულტაციების ფორმატების გაძლიერებას.

აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის არსებული დინამიკის შენარჩუნება და მისი კიდევ უფრო გაძლიერების აუცილებლობა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპის სახელმწიფოებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით იმ ახალი შესაძლებლობების აქტიურ გამოყენებას, რასაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტი იძლევა.

რეგიონულ ამბასადორიალზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42