ახალი მარტივი ანალიზი, რომელიც მთავრობის წარმატების ინდექსურ კვლევის ფარგლებში გაკეთდა, არის მთავრობის რესურსების ანალიზი, არსებული ორი (მიმდინარე ეფექეტურობისა და წარმატების მოლოდინის ინდექსები) ინდექსის ბაზაზე. ქვემოთ გრაფიკზე მოცემულია, თვეების მიხედვით, რესურსების პარამეტრი თითოეული საქმიანობისათვის. როგორც გრაფიკზე ჩანს, ყველაზე მეტი რესურსი დასაქმებისა და ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებებს აქვს, მათ მცირედ ჩამორჩება ჯანდაცვის მიმართულება. თუმცა არცერთი ამ მიმართულებიდან არ აღწევს 50%-ზე მეტს, ეს ნიშნავს, რომ მთავრობის რესურსები „ნაკლებად პერსპექტიულ“ ზონაში იმყოფება. ამ მდგომარეობაზე ნეგატიური შესაძლოა ყოფილიყო ორი ზონა, „არა პერსპექტიული“ (რესურსის მნიშვნელობა 0/-50%) ან „კრიზისული“ (რესურსის მნიშვნელობა -50%/-100%),თუმცა „პერსპექტიული“ ზონაში (რესურსის მნიშვნელობა 50%/100%) ჯერ-ჯერობით მთავრობის საქმიანობა, რესურსული თვალსაზრისით, ვერ ხვდება.

ახლაგავაანალიზოთ მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი, რომელიც რესპოდენტთა მიერ მთავრობის საქმიანობის შეფასებასეფუძნება. ქვემოდ მოცემული ცხრილიდან ჩანს, რომ მთავრობის საქმიანობის ყველა მიმართულებითმარტის თვის შედეგები დიდად არ განსხვავდება თებერვლისთვის მონაცემებისგან. კვლავ ლიდერობს ჯანდაცვის სფერო, ინდექსის მაჩვენებლით 31, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებლები აღინიშნება ეკონომიკური საქმიანობის (-43) და დასაქმების სფეროებში (-50).
თუ დავაკვირდებით ბოლო 6 თვის დინამიკას, შევამჩნევთ, რომ 2014 წლის შემოდგომის მეტ-ნაკლები სტაბილურობის შემდეგ,დეკემბრის თვეში ინდექსის მაჩვენებელმა, რამოდენიმე დარგში, მკვეთრად იკლო, კერძოდ: განათლება და მეცნიერება - შემოდგომაზე ინდექსის საშუალო მაჩვენებელი იყო 12, ხოლო დეკემბერში გახდა 0 და შემდეგ მიიღო უარყოფითი მაჩვენებელი; ეკონომიკური საქმიანობა - შემოდგომის მერე ვარდნა შეადგენს საშუალოდ -8. ასევე შემდეგ მიმართულებებში - სოც. დაუცველებზე/პენსიონერებზეზრუნვა, საგარეო ურთიერთობები, ტერიტორიული მთლიანობა/უსაფრთხოება, მთავრობის დამოკიდებულება ხალხისადმი - ინდექსის მაშვენებელი დადებითი მნიშვნელობიდან ჩამოქვეითდა უარყოფით მაჩვენებელზე (შეგახსენებთ ინდექსი იცვლება -100-დან +100-მდე). ამავე დროს ჯანდაცვის სფერო ინარჩუნებს სტაბილურად მაღალ მაჩვენებელს. მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსის ნაკლები, მაგრამ ასევე სტაბილური მნიშვნელობა ახასიათებს პოლიციის და ადამიანის უფლებების მიმართულებებს.
GS Index - მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი
შედარებითი ცხრილი

ასევე დაბალია მარტის თვეში, დეკემბერთან შედარებით, მოლოდინის ინდექსი და ეს ეხება მთავრობის საქმიანობის ყველა საკვლევ მიმართულებას. მთავრობის წარმატების მოლოდინის ბოლო 6 თვის დინამიკა წარმოდგენილია გრაფიკულად, ინდექსის დინამიკაში ცვლილებების მეტი ილუსტრაციისთვის. ისევე, როგორც მთავრობის საქმიანობის შეფასებისას, აქაც ვხედავთ ინდექსის მაჩვენებლების მკვეთრ ვარდნას დეკემბრის თვეში, თუმცა წინა ინდექსისგან განსხვავებით, მთავრობის წარმატების მოლოდინის მაჩვენებელი განაგრძობს დაცემას და მარტში იმეორებს თებერვლის დაბალ მაჩვენებლებს. რამოდენიმე მიმართულებით,წინა თვესთან შედარებით, მარტის მონაცემები მომატებულია 1 პუნქტით.
GS Index - წარმატების მოლოდინის ინდექსი
შედარებითი გრაფიკი

მაღლა მოცემული ორი ინდექსური ბაზის საფუძველზე, ვადგენთ მთავრობის საქმიანობის რეიტინგს.
დაბლა მოცემულია გრაფიკი, სადაც ნათლად ჩანს, რომ მთავრობის რეიტინგი ინარჩუნებს სტაბილურად დაბალ მაჩვენებლებს.
ჯანდაცვის სფერო ისევ დადებითად გამოირჩევა სხვა მიმართულებების ფონზე.
GS Index - მთავრობის საქმიანობის რეიტინგი
შედარებითი გრაფიკი

ბოლოს, ტრადიციულად, გიჩვენებთ ცხრილს, სადაც მოცემულია თითოეული რეიტინგისდინამიკა თვეების მიხედვით.
თუ ისევ და ისევ შევადარებთ ბოლო 3 თვის შედეგებს საშემოდგომო პერიოდს, შეიძლება ავღნიშნოთ, რომ არსებობს მცირე, მაგრამ სტაბილური უარყოფითი დინამიკა. გარდა ჯანდაცვის სფეროსა და დასაქმებისა (რომლის მაჩვენებელი ისე დაბალია, რომ ვეღარ შემცირდება), სხვა ყველა საკვლევ მიმართულებაში მთავრობის საქმიანობის რეიტინგი უფრო დაბალია, ვიდრე რამოდენიმე თვის წინ.

ტექნიკური ინფორმაცია
კვლევის ფარგლებში ხდება მთავრობის საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროების მიმართ მოსახლეობის განწყობისა და მოლოდინების შეფასება, რის შედეგადაც ითვლება 3 ტიპის ინდექსი:
• მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი
• წარმატების მოლოდინის ინდექსი
• მთავრობის საქმიანობის რეიტინგი
კვლევის მორიგი ტალღა ჩატარდა 2015 წლის მარტის თვეში. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა თბილისის მოსახლეობა: 600 რესპონდენტი, რომელთა ასაკიც იყო 18+. რესპონდენტებს დაესვათ კითხვა მთავრობის საქმიანობის შესახებ შემდეგ სფეროებთან დაკავშირებით:
• ჯანდაცვის სფერო
• განათლება და მეცნიერება
• ეკონომიკური საქმიანობა
• დასაქმება
• სოციალურად დაუცველებზე ზრუნვა (მათ შორის პენსიონერებზე)
• საგარეო ურთიერთობები
• ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება, ჯარი
• პოლიცია
• ადამიანის უფლებები
• მთავრობის დამოკიდებულება ხალხისადმი
ინდექსების განმარტება, ტერმინოლოგია
მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი – გამოხატავს საზოგადოების დამოკიდებულებას ამა თუ იმ სფეროში ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული ნაბიჯების მიმართ. ინდექსი დამოკიდებულია თითოეულ სფეროში დადებითი და უარყოფითი პასუხების პროპორციაზე. მნიშვნელობას იღებს -100-დან +100-მდე
წარმატების მოლოდინის ინდექსი – გამოხატავს საზოგადოების მოლოდინს ამა თუ იმ სფეროში მთავრობის მიერ განხორციელებული ნაბიჯების შედეგების მიმართ. ეს ინდექსი ასევე დამოკიდებულია თითოეულ სფეროში დადებითი და ნეგატიური პასუხების პროპორციაზე. მნიშვნელობას იღებს -100–დან +100–მდე
მთავრობის საქმიანობის რეიტინგი – ორი ინდექსის კრებითი ინდექსი, რომელიც გამოხატავს თუ რამდენად კმაყოფილია საზოგადოება კმაყოფილებას მთავრობის მიმდინარე მუშაობით და რამდენად ენდობა მას მომავალში. მნიშვნელობას იღებს 0–დან 100–მდე
მასალის გამოყენების პირობები






