განათლების სამინისტროს ექსპერტები და ფსიქოლოგები ხელისუფლების პოზიციას იზიარებენ და აცხადებენ, რომ ბავშვი 5 წლის ასაკში მზად არ არის სასკოლო პროცსისთვის, თუმცა ოპოზიციის მიერ ინიცირებული ეს კანონპროექტი პარლამენტმა უმრავლესობისდა გასაკვირად პირველი მოსმენით უკვე მიიღო.
ხელისუფლება მისი წინამორბედის გადაწყვეტილებას იწუნებს. ფსიქოლოგები და განათლების ექსპერტები 5 წლის ასაკში ბავშვის სკოლაში მიყვანას დანაშაულსაც კი უწოდებენ, თუმცა განათლების ყოფილი მინისტრი ფსიქოლოგების ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ იზიარებს და ,,ნიუპოსტთან" ინტერვიუში მათ ვერსიებს ევროპულ გამოცდილებას უპირისპირებს, ხოლო განათლების მინისტრს არაკომპეტენტურს უწოდებს.
_5 წლის ასაკში ბავშვების სკოლაში შეყვანის დაშვება ეს იყო ნებაყოფლობითი პროცესი, თავის დროზე ჩვენ ჩავატარეთ კვლევა ამის შესახებ, შევისწავლეთ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება. სანიკიძე თავის გადაწყვეტილებით 40 ათას ბავშვს ეუბნება უარს სკოლაში შესვლაზე, ამ 40 ათასიდან, როგორც ეს პრაქტიკამ გვიჩვენა, მინიმუმ 20 ათასი ამ ნებაყოფილობითი უფლებით სარგებლობს.
_ასევე აცხადებს სამინისტრო, რომ მათ აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე მიიღეს...
_სანიკიძე არის უვიცი და არაკომპეტენტური, მაგრამ აქ არის მეორე საკითხი, ამ გადაწყვეტილებით ის ზოგავს დაახლოებით 20 მილიონ ლარს სახელმწიფო ხარჯებს, რადგან 40 ათასი ბავშვის სწავლა სახელმწიფოს უჯდება დაახლოებით 20 მილიონი ლარი. თუმცა ეს ფული უნდა გვესმოდეს, რომ დააწვება მშობლების ჯიბეს. საჭირო იქნება ამ ბავშვების საბავშვო ბაღებში წაყვანა, ძიძის მომსახურება და გაითვალისწინეთ, რომ საბავშვო ბაღები არ არის მზად დამატებითი ბავშვების მიღებისთვის. ხომ ვიცით, რომ დამატებითი ბაღები არ აშენებულა?
_თუმცა, ბატონო დიმიტრი, ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ 5 წლის ასაკში ბავშვის სკოლაში შეყვანა უარყოფითად მოქმედებს თავად ბავშვზე და ზიანს აყენეს მის თვითშეფასებას, მათ შორის საუბრობენ იმაზეც, რომ ეს არის დანაშაული და ბავშვი ფიზიოლოგიურად არ არის მზად...
_რაც შეეხება ექსპერტების და ფსიქოლოგების შეფასებას, ეს არის ბოდვა. მე თვითონ ვარ მამა და მყავს ორი შვილი. ყველა ბავშვი არის ინდივიდუალური, ერთნაირი ადამიანები არ არსებობენ, მხოლოდ მშობელს აქვს შესაძლებლობა, თვითონ გადაწყვიტოს, რა ასაკში წაიყვანოს ბავშვი სკოლაში, ყველა ბავშვს აქვს სხვადასხვა განვითარების დონე. მინდა მათ ვკითხო - 3-4 წლის ასაკში, როცა ბავშვები მიჰყავთ სამხატვრო სკოლებში, როცა 5 წლის ასაკში მიჰყავთ სპორტზე, სხვადასხვა წრებზე დაყავთ, მშობელი იღებს ხომ ამ გადაწყვეტილებას და ის თავად ხვდება, ბავშვს რამდენად შეუძლია დაძლიოს. მშობელი ამით ცდილობს განავითაროს თავისი შვილი. ხვალ რომ სანიკიძემ თავისი უვიცობით გადაწყვიტოს, რომ უნდა აიკრძალოს 5 წლის ბავშვების ცურვაზე ტარება, როგორ უნდა მოვიქცეთ? ან ხატვის წრეზე სიარული რომ აკრძალონ, რა პასუხს ვეუბნებით? თუ რომელიმე ფსიქოლოგი იტყვის, რომ ყველა ადამიანი და თითეული მათგანის განვითარება ერთნაირია, მან თავის დიპლომი უნდა დახიოს. ადამიანი არის ინდივიდუალური. არსებობენ ფსიქოლოგთა ჯგუფები, რომლებიც აცხადებენ, რომ ბავშვი უნდა შვიდეს 5 წლის ასაკში, ზოგი მიჩნევს, რომ უნდა განისაზღვროს ასაკი 6 წლით, თუმცა რომელიმე ფსიქოლოგმა შიძლება მიიჩნიოს, რომ ბავშვი 10 წლის ასაკში უნდა შეიყვანოთ სკოლაში, ყველას სხვადასხვა პოზიცია ექნება, ამიტომ დავუშვით ჩვენ ნებაყოფლობითი პროცესი. თუკი მავნებელი სანიკიძე თვლის, რომ უნდა იყოს 6 წლის ასაკი, გამოიყვნოს თავისი ფსიქოლოგები და დაარწმუნონ მშობლები, რომ ბაშვის 5 წლის ასაკში შეყვანა არ შეიძლება. ეს უნდა იყოს მშლობლის გადასაწყვეტი.
_წინა ხელისუფლების პირობებში როცა ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მშობელთა აზრი თუ იქნა გამოკვლეული?
_ეს საკითხი დადგა 2010 წელს, იმის გამო, რომ ყოველწლიურად სამინისტროში მოდიოდა ათასობით ადამიანი თხოვნით, რომ დაეშვათ მათი შვილები 5 წლის ასაკში სკოლაში. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ ჩვენ, რომ თუკი არის ასეთი მოთხოვნა, დავუშვათ ნებაყოფლობით, თუ თვლის მშობელი, რომ მისი შვილი არის მზად, შეიყვანოს სკოლაში.
_საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ამბობს, რომ მოქმედი კანონი, რომლის მიხედვითაც ბავშვი სკოლაში 6 წლის ასაკში შედის, ცალკეული ორგანიზაციებისა და გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევების საფუძველზე დაიდო და რომ სწორედ ამ კვლევების საფუძველზე, განათლების სამინისტრომ დაგეგმა მწყობრი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სისტემის ორგანიზება.
_მარტივი პასუხი მაქვს აქაც, დღეს არის 21-ე საუკუნე და ინეტრნეტსამყაროში არ იმალება ინფორმაცია, შედით და ნახეთ... დიდ ბრიტანეთში მაგალითად, ასევე 5 წლის ასაკში შეჰყავთ ბავშვი სკოლაში, დიდი ბრიტანეთით დაწყებული მალტით დამთავრებული ასეა...
_გასაგებია, რომ დიდ ბრიტანეთში ასეა, და იგივეა ევროპის სხვა ქვეყანებშიც, მაგრამ არის თუ არა სხვაობა ევროპულ პირველ კლასსა და ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ პირველ კლასებს შორის, იგივე გარემოს და სწავლის მეთოდიკის თვალსაზრისით, ანუ დაწყებით კლასებში სწავლების სტანდარტს შორის არ არის სხვაობა?
_ამას არეგულირებს ბოლონიის პროცესი და ლისაბონის ხელშეკრულება, ანუ სწავლის ხანგრძლივობას და სხვადასხვა ნიუანსებს არეგულირებს ეს ხელშეკრულებები. ეს გაკეთდა სწორედ იმისთვის, რომ ბავში არ იყოს შეზღუდული ერთი ქვეყნით და მაქსიმალურად სხვადასხვა ქვეყნის სტანდარტები იყოს ერთმანეთთან დაახლოებული. დიდი ბრიტანეთის მაგალითი არის კარგი იმიტომ, რომ მათი გამოცდილება შევისწავლეთ. ეს პროცესი მიდის უკვე ბოლო 3 წელია, ამ ხნის განმავლობაში დაახლოებით 70 ათასი 5-წლიანი ბავშვი იყო შეყვანილი სკოლაში. არ შეიძლება რომელიმე ჩინოვნიკმა მშობელს უკარნახოს, მისი შვილი სკოლაში შეიყვანოს თუ არა 5 წლის ასაკში.
აქ პრობლემა იმაშია, რომ ამ მენტალობის ადამიანებს აქვთ წყურვილი, რომ რაღაც აკრძალონ, აკრძალვის მანიაკები არიან, იქნება ეს პრეზერვატივები, მერე ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა, ვიზების გაცემის აკრძალვა, ეხლა ეს იქნება სკოლაში 5 წლის ასაკში შეყვანა და ა.შ. ასე თუ გააგრძელეს, ეჭვი მაქვს, რომ ცოტა ხანში გაუჩნდებათ სურვილი, დაარეგულირონ სექსუალური ურთიერთობა ცოლ-ქმარს შორის როგორი უნდა იყოს, როგორ მაღაზიაში ვიაროთ და ა.შ. ეს არის კომუნისტური იდეოლოგია და სანიკიძე არის წმნიდა კომუნისტი ქალი, ოღონდ რამე აკრძალოს და რამე რეგულაციები შემოიღოს. სანამ პრეზერვატივებს კრძალვდნენ სასაცილო იყო და ეს უკე აღარ არის სასაცილო. ეს იქნება კორუფციის წყარო. მიიყვანენ 6 წლისას, პირველი კლასი იქნება არასაინტერესო და მეორე კლასის მაგივრად ჩასვავენ მესამე კლასში და დაზოგავენ ასე 20 მილიონს.
დაანებოს თავის სამინსიტრომ ამ ექსპერიმენტების ტარებას და მისცენ საშულება და არჩევანი მშობელს, რათა გადაწყვიტოს საკუთარი შვილი რა ასაკში შეიყვანოს სკოლაში.
მასალის გამოყენების პირობები






