გაეროს წარმომადგენლებმა მავთულხლართებით ორად გაყოფილი სოფელი მოინახულეს
პოლიტიკა - 16:22, 02 Apr, 2015     912

საქართველოში ვიზიტით მყოფმა გაეროს მუდმივმა წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულეს, რომელიც მავთულხლართების გავლების შედეგად ორადაა გაყოფილი.

გაეროს ელჩებმა ადგილზე შეაფასეს სოფელში არსებული მძიმე ჰუმანიტარული და სოციალური მდგომარეობა, მოინახულეს და გაესაუბრნენ დავით ვანიშვილის მეუღლეს, რომლის კარ-მიდამოც ე.წ „საზღვრის“ დემარკაციის შედეგად ოკუპაციის ხაზს მიღმა დარჩა.

„მსგავსი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან უცხოელი დიპლომატების მხრიდან შემდგომში ხდება ინფორმირება არა მხოლოდ იმ სახელმწიფოებისა, რომლის ელჩებიც არიან, არამედ იმ რეგიონული ჯგუფებისაც, რომელსაც ასევე წარმოადგენენ. აქ შვიდი ელჩია წარმოდგენილი, მაგრამ ინფორმაცია გაცილებით მეტ სახელმწიფოს მიუვა. ჩვენ მუდმივად ვაწვდით გაეროს ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებმა თავად ნახონ ადგილზე არსებული მდგომარეობა“-განაცხადა გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ

„ჩვენ სულ ახლახანს დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომეცა საშუალება პირადად მომენახულებინა საოკუპაციო ხაზი და გავსაუბრებოდი იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც ოკუპაციის შედეგად დაზარალდნენ“ - აღნიშნა მაჰე ტოპოუნიუამ, ტონგას მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში

სამი რეგიონის გაეროს 7 მუდმივი წარმომადგენელი გვინეადან, გრენადადან, იამაიკიდან, კაბო-ვერდედან, ტიმორ-ლესტედან, ტონგადან და უგანდადან საქართველოს 31 მარტს ეწვივნენ. მათ შეხვედრები გამართეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. მათ ასევე მოინახულეს იუსტიციის სახლი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.

უცხოელ დიპლომატებს საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42