"ეთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, რომ ციხებში ისევ არსებობს ე.წ „მაყურებლის ინსტიტუტი“ და კვლავ გრძელდება პატიმრების მიმართ არაჰუმანური მოპყრობა. თაქთაქიშვილის თქმით საკანონმდებლო ცვლილებები, იმ სახით, რომელიც არის გათვალისწინებული პრობლემებს ვერ გადაჭრის.
"ციხეში ისევ პრობლემებია. ვხედავთ, რომ გრძელდება წამება, არაჰუმანური მოპყრობა, არის გამოუძიებელი საქმეები, არსებობს მაყურებლების ინსტიტუტი, არასამთავრობო ორგანიზაციებს ისევ არ ეძლევათ შესაძლებლობა დამოუკიდებელი მონიტორინგი განახორციელონ პატიმრობის დაწესებულებებში. ვფიქრობ, ეს საკანონმდებლო ცვლილებები ვერ მოაგვარებს იმ მასშტაბურ პრობლემებს, რომლებიც სამწუხაროდ დღესაც არსებობს პატიმრობის დაწესებულებებში",- განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში „პატიმრობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს განიხილავენ. ცვლილებები პენიტენციალურ სისტემაში ახალი რეგულაციების დანერგვას ითვალისწინებს. კანონპროექტი სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ წარადგინა.
მასალის გამოყენების პირობები






