როგორც აქციის ერთერთმა ორგანიზატორმა ზურაბ ხარატიშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას განაცხადა, სამართალდამცავებს აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაჰყავთ .
„პოლიციამ გადაკეტა შესასვლელი, ამ წუთებში დაპირისპირება მოხდა აქციაზე და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ხალხის გაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობენ. აქციის მონაწილეები მინისტრთან თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ამის საშუალება მათ სამართლადამცავებმა არ მისცეს“- განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ ადგილზე იმყოფებიან სამოქალაქო ფორმაში მყოფი სამართალდამცავები.
იუსტიციის სახლთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სახთან აქციას იპოთეკით დაზარალებული პირები და ე.წ "ატსტუპნიკები" მართავენ, მათ სოლიდარობის ნიშნად „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“ შეუერთდა.
მასალის გამოყენების პირობები






