"ვგეგმავთ თანამშრომლობის ახალ ფორმატებს. მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, რომ მიმდინარე წლის გრაფიკი დატვირთულია საინტერესო ღონისძიებებით. ეს შეეხება სამხედრო განათლების სფეროს, ერთობლივ წვრთნებს, რომლებიც ტრადიციულად მიმდინარეობს სამმხრივ ფორმატში და ასევე ცალკეულ მიმართულებებს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის, რომელიც დინამიურად ვითარდება, რისთვისაც ჩემს კოლეგებს და ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების ხელისუფლებებს მინდა მადლობა გადავუხადო, ცალსახად ვაფიქსირებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მიმართულია რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობის განმტკიცებისკენ და არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ, არც ერთი მხარის წინააღმდეგ, ეს არის მიმართული რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობის განმტკიცებისკენ, ჩვენი ქვეყნების შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებისკენ. მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონში მშვიდობა, სტაბილურობა აუცილებელი წინაპირობაა, რომ ჩვენი ქვეყნები თანმიმდევრულად, დინამიურად განვითარდნენ "- განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






