სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი სპორტის მინისტრს ლევან ყიფიანს ურჩევს მშვიდად შეხვდეს კომიტეტის შენიშვნებს და გაითვალისწინოს ის.
ამის შესახებ ხაბარელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ არც ერთხელ მის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები არ გაგვიკეთებია, რასაც ვერ ვიტყვით მის გამოსვლებზე. ეს პირდაპირ გადასულია შეურაცხყოფაზე, ყველანაირ ეპითეტებს ხმარობს ჩვენს მიმართ. თვითონ ამბობს, რომ სახელმწიფოებრივად მოქმედებს, აქ არანაირი სახელმწიფოებრივი მოქმედება არ არის. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები. მშვიდად შეხვდეს და გააკეთოს ის საქმე, რასაც ჩვენ ვთხოვთ“, - განაცხადა ხაბარელმა.
შეგახსენებთ, სპორტის კომიტეტმა შესაძლოა მინისტრის, ლევან ყიფიანის გადაყენების პროცედურა დაიწყოს. როგორც ცნობილია, კანონმდებლები ყიფიანს სპორტის კომიტეტის დახურულ სხდომაზე შეხვდნენ. კომიტეტის წევრის ლუკა კურტანიძის თქმით, დეპუტატებს მინისტრთან ბევრი შეკითხვა აქვთ.
მასალის გამოყენების პირობები






