"ძალიან ღიმილის მომგვრელია, როდესაც უფრო მეტის საუბარზე აქცენტს აკეთებს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი. ვწუხვარ, რომ მას ჰქვია თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი. ის კიდევ უფრო ღრმად დაიკარგა იმ ბუნდოვანებაში, იმ ემოციურ-სოლიდარულ გაუგებრობაში რომელშიც იმყოფება მთავრობის ფიქტიური ხელმძღვანლი, მისი ცალკეული წევრები და საკუთარ განცხადებებში აიბნა. ეს რომ იყოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, კიდევ შეიძლება უფრო ლმობიერად მოეპყროს, მაგრამ როდესაც თავდაცვის უწყების ხელმძღვაელი, რომელსაც შეჰყურებს ჩვენი შეიარაღებული ძალები, შეჰყურებს ჩვენი საერთაშორსო პარტნიორები, საკუთარ განცხადებებში იკარგება, ეს საკუთარ განცხადებებში დაკარგული ინდივიდია...მოდით, ორ ფაქტს მივაქციოთ ყურადღება, "ზარი არ ყოფილა", "ზარი იყო". "ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს", "ხელშეკრულებაში ყველაფერი კარგად არის". მოვიდეს, "თავისუფალი დემოკრატების" მოთხოვნით იყო შეთანხმება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, რომ ის მოვიდოდა დახურულ ფორმატში. ოღონდ კარგად იმეცადინოს, კარგად მოემზადოს, რათა თვითონ ჩამოყალიბდეს, დარეკა თუ არ დარეკა, ცხადში დარეკა, თუ სიზმარში დარეკა, იყო ხელშეკრულება თუ არ იყო და კარგად მიდის ყველაფერი, თუ არ მიდის. ძალიან მარტივია, არ მინდა მისგან არავითარი დეტალები, გასცეს პარლამენტარებს და საზოგადოებას პასუხი" - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ მინდია ჯანელიძემ „თავისუფალი დემოკრატების“ საპასუხოდ განაცხადა, რომ რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ ალასანია და მისი პარტიის წევრები საჰაერო თავდაცვითი სისტემების განთავსების ხელშეკრულების საკითხზე, უფრო მეტი ზიანი მიადგება ქვეყანას.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






