კომუნიკაციების კომისია პრემიერის მიმართვის რეკლამით შეწყვეტის კანონიერებას სწავლობს
პოლიტიკა - 20:39, 01 Apr, 2015     1120
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ,,რუსთავი 2“-სა და ,,მაესტროს“ მიერ პრემიერ მინისტრის გამოსვლის პირდაპირი ტრანსლირების რეკლამით შეწყვეტის საკითხს სწავლობს - ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, რომელსაც ,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

,,ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა დღეს, პირველ აპრილს საინფორმაციო გამოშვება „კურიერი სამ საათზე“ საქართველოს მთავრობის სხდომის პირდაპირი ტრანსლირებისას ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლის ღარიბაშვილის მიმართავა საზოგადოებისადმი რეკლამით შეწყვიტა. პროგრამის წამყვანმა განაცხადა: „ტელეკომპანია იძულებულია გავიდეს სარეკლამო ჭრაზე, ვინაიდან ამას დღეს ამოქმედებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი მოითხოვს“.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში კომერციული რეკლამის რეგულაციის მიზნით განხორციელებული ცვლილებები, რომელიც მართლაც დღეს შევიდა ძალაში, ამგვარ ვალდებულებას არ ითვალისწინებს. ტელეკომპანია დაადგენს სამაუწყებლო ბადეს, ასევე, თავად განსაზღვრავს გაუშვას თუ არა პირდაპირ ეთერში მაღალი თანამდებობის პირების მიმართვა.

საქართველოს პარლამენტის მიერ 2004 წლის დეკემბრში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების დღიდან, 63-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, იკრძალება შემდეგი პირდაპირი ტრანსლირების რეკლამით და ტელეშოპინგით შეწყვეტა: ოფიციალური სახელმწიფო ღონიძიება, უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ოფიციალური გამოსვლა და სხვა ...

რამდენად შესაბამისობაშია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან ტელეკომპანიების „რუსთვაი 2“-ის და „მაესტრო“ მიერ საქართველოს მთავრობის სხდომის პირდაპირი ტრანსლირებისას ქვეყნის პრემიერ-მინისტრის საზოგადოებისადმი მიმართავის რეკლამით შეწყვეტა კომისია სწავლობს და დამატებითი განმარტებები მოგვიანებით გაკეთდება“ - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42