"პრეზიდენტი ამბობდა, რომ ეკონომიკა შენელებულია... ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა"- ხადური
პოლიტიკა - 19:57, 01 Apr, 2015     1914
ფინანსთა მინისტრის თქმით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ეკონომიკა 5 %-ით გაიზაედა და ეს ეწინააღმდეგება გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ეკონომიკა შენელებულია.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ნოდარ ხადურმა პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ სხვა განცხადებებსა უპასუხა და აღნიშნა, რომ ეკონომიკურ საბჭოში მხოლოდ მინისტრები არ არიან, არიან ასევე სხვა უწყებების წარმომადგენლები და ეკონომიკური საბჭო არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი სამუშაო რეჟიმში კომუნიკაციისთვის.

„ეკონომიკური საბჭო არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი, რომ ჩვენ ვიმუშაოთ, გავუზიაროთ ერთმანეთს მოსაზრებები და სამუშაო რეჟიმში გვქონდეს უფრო მეტი კომუნიკაცია. ეკონომიკურ საბჭოში მხოლოდ მინისტრები არ არიან. არიან ასევე სხვა უწყებების წარმომადგენლები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის კომუნიკაცია დგება. ეს ძალიან კარგი და აპრობირებული მეთოდია. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტი ამბობდა, რომ საქართველოს ეკონომიკა შენელებულია, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ინფორმაცია გამოქვეყნა, რომ ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა,“ - განაცხადა ნოდარ ხადურმა.


შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში თავის ყოველწლიურ გამოსვლაში აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში არსებული ათეულამდე საბჭო და სტრუქტურა არსებობს, რომლებიც უკვე არსებული ორგანოების ფუნქციების დუბლირებას ახდენენ. კერძოდ, მინისტრთა კაბინეტში არსებობს შესაბამისი მიმართულების სამინისტრო, იმავდროულად კი, პრემიერის აპარატს დაქვემდებარებული იგივე მიმართულების საბჭო იქმნება, სადაც დარგის მინისტრი რიგით წევრად გვევლინება.

ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42