რა ხდება დღეს დაპაუზებული ,,ლაზიკას“ ტერიტორიაზე, რომლის დაგეგმარება წინა ხელისუფლების დროს მთლიანად დასრულებული იყო და სადაც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იუსტიციის სახლიც აშენდა.
,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ლაზიკას მშენებლობას არცთუ ისე გულგრილად უყურებდნენ ოკუპირებულ აფხაზეთში. დეფაქტო ხელისუფლებაში ეს განხილვის თემაც იყო, ისინი შიშობდნენ, რომ ლაზიკას მშენებლობა მიმზიდველი გახდებოდა რუსეთისგან იმედგაცრუებული აფხაზი მოსახლეობისთვის, რომელიც მათი დასაქმების საუკეთესო საშუალება იქნებოდა.


უკვე ცნობილია, რომ ,,მიშას ლაზიკას“ და დღეს უკვე ანაკლიის პორტის მშენებლობის უფლების მოსაპოვლებლად, რამდენიმე კონსორციუმი იბრძვის. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებელი კომპანია 2015 წლის სექტემბრამდე უნდა გამოვლინდეს.
გასულ კვირას ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობის თაობაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ ბრიფინგი გამართა და ამ ეტაპზე ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე კომპანიებიდან შერჩეული შვიდი საუკეთესო კანდიდატის დაასახელა, რომლებთანაც მისი თქმით, ე.წ. განმარტებითი ხასიათის შეხვედრები მიმდინარეობს. ქავთარაძის განმარტებით, ოთხ კანდიდატთან უკვე ჩატარდა აღნიშნული ხასიათის შეხვედრა და ეს პროცესი გრძელდება.
კომპანიები, რომლებიც „მოკლე სიაში“ შევიდნენ, ესენია:
BOUYGUES TRAVAUX PUBLICS S.A (FRANCE);
MITSUI & CO, LTD (JAPAN); PORTEK INTERNATIONAL PRIVATE LIMITED (JAPAN) (CONSORTIUM);
JSC ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM (GEORGIA);
TERMINAL INVESTMENT LIMITED (LUXEMBOURG);
ANAKLIA PORT AND INDUSTRIAL ECO PARK (GEORGIA); POWER CHINA – HUBEI HONGYUAN POWER ENGINEERING CO., LTD (CHINA); BRITISH ECO POWER LTD (GREAT BRITAIN); SPARTAK ERAGIA – (Physical Person); (CONSORTIUM);
AECOM TECHNICAL SERVICES INC (USA); DIA HOLDING FZCO (UNITED ARAB EMIRATES); (CONSORTIUM);
CHINA HARBOUR ENGINEERING COMPANY LTD (CHINA)
ირმა ქავთარაძის ინფორმაციით, პორტის მშენებლობა 2016 წლის ივნისის თვეში დაიწყება და შვიდ ეტაპად განხორციელდება.
ირმა ქავთარაძემ პორტის სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იქნება დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის. გარდა ამისა, ანაკლიის პორტი დიდ სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ რეგიონს, არამედ მთელი საქართველოს ეკონომიკას. მათ შორის ხელ შეუწყობს რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილის შექმნას და ინვესტორების მოზიდვას.


ვინ არის მილიონერი თეიმურაზ ქარჩავა, რომელიც მოსკოვიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და რომელიც შესაძლოა ანაკლიის პორტის მფლობელი გახდეს. ქარჩავა დასახელებული კონსორციუმებიდან ერთ-ერთის დამფუძნებელია, რომლის მთავარი პარტნიორიც ჩინური სახელმწიფო კორპორაციაა.


ქარჩავას სახელი სომხეთში უზარმაზარი თბოსადგურის მშენებლობას უკავშიდება, რომლის მშენებლობაც მან სომხეთში პრემიერის ვიზიტის პარალელურად დაიწყო.
ქარჩავამ 2009 წელს მიწები შეიძინა, რომლებზეც 5 მილიარდი დოლარის ინვესტიციით პორტი უნდა აეშენებინა, ვალდებულებების შეუსრულების გამო 2011 წელს ჩამოართვეს, მიწებზე კი დღემდე დავა მიმდინარეობს.
რა უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს ქარჩავას ანაკლიის პორტში და რატომ ემთხვევა მისი გაქტიურება სამთავრობო ვიზიტებს - როგორც ,,პოსტსკრიპტუმში“ გასული სიუჟეტიდან ირკვევა თეიმურაზ ქარჩავა საქართველოს ხელისუფლების სამთავრობო ვიზიტების დროს შეხვედრებზე ლაპარაკობს. ყოველი ასეთი შეხვედრის შემდეგ ქართველი მაღალჩინოსნები ანაკლიის პორტის მშენებლობის პირობას დებდნენ.
ინფორმაცია ვრცელდება მისი და ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობრობასა და კავშირებზე კრემლის შიგნით, თუმცა თავად ბიძინა ივანიშვილთან ბიზნესპარტნიორობას უარყოფს.
ქარჩავა არ უარყოფს მის მეგობრობას კასიანოვთან და კავშირს რუსეთის სახელისუფლო წრეებთან. მისი თქმით, რუსეთის პოლიტიკური ელიტის გარეშე იქ ბიზნესს ვერავინ გააკეთებდა. ქარჩავა მოსკოვში კაზინოსა და ვიპკლუბ ნაციონალის მეპატრონე იყო, სადაც პოლიტიკურ და ბიზნეს დონზე მნიშვნელოვანი შეხვედრები იმართებოდა.
როგორი იქნება ახალი ხელისუფლების მიერ დაწუნებული და დაპაუზებული, ხოლო დღეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტით ცნობილი ,,მიშას ლაზიკა“, ამას უახლოეს წლებში საზოგადოება თავად იხილავს.
ნინო ზედგენიძე



მასალის გამოყენების პირობები






